LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ზედმეტი წონა არ ვარგა, არც ნაყოფისთვის და არც დედისთვის! ჩემს ბავშვობაში იყო, რომ ორსულმა იმდენი უნდა ჭამოს, რამდენიც უნდა. ახლა იძახიან, რომ…“ – ნუკი კოშკელიშვილი ორსულობის დროს სწორ კვებაზე და წონის მატებაზე

205
ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც მეორე შვილს ელოდება, ორსულობაზე და ორსულობის დროს სწორ კვებაზე საუბრობს. 

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების რეკომენდაციებს ითვალისწინებს, წონაში მატება მაინც აქვს. 

„ორსულობის დროს წონაში მატება. ჩემს ბავშვობაში იყო, რომ ორსულმა იმდენი უნდა ჭამოს, რამდენიც უნდა. ახლა იძახიან, რომ ტყუილია და უნდა ჭამო 200-300 კალორიით მეტი, რადგან ამაზე მეტი არ შეიძლება. ექიმებმა მითხრეს.

ის, რომ ორსულობის დროს გინდება შემწვარი კარტოფილი, არანაირ სარგებელს არ აძლევს ნაყოფს, უბრალოდ სუქდები, რაც მავნეა ორგანიზმისთვის. ზედმეტი წონა არ ვარგა, როგორც ნაყოფისთვის, ასევე დედისთვის, რადგან შეიძლება წნევები გქონდეს ან სხვა ბევრი პრობლემა გამოიწვიოს.

როგორ უნდა ვიკვებოთ ფეხმძიმობისას, რა არის ის საკვები, რაც სავალდებულოა რომ მივიღოთ, რა არის ის, რაც უნდა გავაკონტროლოთ და ვეცადოთ, რომ არ მივიღოთ, მაგ. „ფასტფუდი“, რომელიც მავნეა ორგანიზმისთვის. 

მაინტერესებს, თქვენ როგორ ხართ? რამდენი გქონდათ მატება? 

მე იმის და მიუხედავად, რომ ძალიან პროფესორი ვარ და რაღაცებს ვიძახი, მატება მაქვს. ორსულობამდეც და ორსულობის შემდეგაც მოვიმატე. ყველაფერს თითქოს სწორედ ვაკეთებ, მაგრამ რაღაცნაირად მოშვებული ვარ“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი. 

@nukikoshkelishvil

თქვენი გამოცდილება გამიზიარეთ

♬ original sound – Nuki
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g