LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ზღაპარია, რომელიც ამიხდა… მხოლოდ „ნიჭიერის“ სცენაზე დადგომაზე ვოცნებობდი… ვერ წარმოვიდგენდი, თუ „ოქროს ღილაკს“ მივიღებდი“ – ნინი ორკოშნელის მიძღვნა მამას

578
ნიჭიერი

„ნიჭიერის“ მონაწილე ნინი ორკოშნელი, რომელმაც დათო ფორჩხიძის ოქროს ღილაკი მამისთვის მიძღვნილი ფრანგული სიმღერით დაიმსახურა, „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემას დათოსთან ერთად ესტუმრა და მოულოდნელ ღილაკზე ისაუბრა:

„ზღაპარი მგონია, რომელიც ახდა. ძალიან დიდ მადლობს ვუხდი ბატონ დათო ფორჩხიძეს. წარმოუდგენელია და ძალიან მიხარია, რომ „ნიჭიერის“ სცენაზე დავდექი და დათომ „ოქროს ღილაკი“ დამირტყა. მიფიქრია, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი ამას… გადააჭარბა იმას, რაზეც ვოცნებობდი. მე მხოლოდ „ნიჭიერის“ სცენაზე დადგომაზე ვოცნებობდი…“

დათო ფორჩხიძე აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, გოგონას ნიჭიერება დააფასა – „ის ამისთვის არის მოსული, რომ გახდეს ცნობილი, პოპულარული. დარწმუნებული ვარ, მაყურებელი გუშინ ემოციით აივსო… ჩემს თავს ვუყურებდი და არ მჯეროდა, რომ მე შემემთხვა და გადამხდა. ეს იყო ძალიან ნამდვილი“, აღნიშნავს დათო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g