LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ზღვა წვეთებით ივსება და პატარა სიკეთეების კეთებას აზრი აქვს“ – ირმა შარიქაძე უკრაინის მხარდამჭერ საქველმოქმედო კამპანიაში არის ჩართული

100
ირმა შარიქაძე

ფოტოხელოვანი ირმა შარიქაძე „ტვ პირველთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერ საქველმოქმედო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული. მისივე თქმით, შეგროვილ თანხას უკრაინის ქალაქ ლუცკში აგზავნიან, რომელსაც თვითდაორგანიზებული სახალხო მოძრაობის მოხალისე ვიქტორია, ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ადამიანებისათვის საკვების მიწოდებისთვის და თბილი ტანსაცმლისთვის ხარჯავს.

„ზღვა წვეთებით ივსება და პატარა სიკეთეების კეთებას აზრი აქვს… ეს ადამიანები მე მაძლევენ რწმენას, გავაგრძელო ჩემი ყოველდღიური პატარა ბრძოლები და შევძლო, ვაკეთო სიკეთე სხვა ადამიანებისთვის.

5 დღეში 500 დოლარი შევაგროვეთ… ეს ძალიან ცოტაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მჯერა პატარა სიკეთეების. ჩემს ფეისბუკზე ვდებ პოსტებს… ხალხს, რომელსაც ამ ფულით ვეხმარებით, ჩეკებს გვიგზავნიან თუ რაში დახარჯეს ეს ფული. ეს ადამიანები ცხოვრობენ პატარა ქალაქში, რომელიც ლვოვთან მდებარეობს. თავად დაორგანიზდნენ, რომ ფრონტის წინა ხაზზე გააგზავნონ საჭმელი, აუცილებელი თბილი ტანსაცმელი, აუცილებელია გენერატორისთვის ფულის შეგროვება, რომ როდესაც შუქი არ არის, საჭმლის გაკეთება შეძლოს.

GE52TB7359945064300024 ეს ანგარიში გახსნილია უკრაინისთვის ჩემს სახელზე თიბისი ბანკში უკრაინის ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლების დასახმარებლად.

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი არის მოვლენა პოლიტიკაში. ვისურვებდი, რომ მსოფლიოსი გაჩნდნენ ასეთი პოლიტიკოსები და ზელენსკი არ იყოს ერთადერთი. ვისურვებდი ასეთ ლიდერს საქართველოშიც. ის არის გმირი“, – აცხადებს ირმა შარიქაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g