გიო ხუციშვილის მეუღლე, მაია ჯორჯაძე და შვილი, ზუკა “იმედის” გასართობ შოუს ესტუმრნენ. გიორგი გაბუნიას სტუმრებმა გიო ხუციშვილის სიმღერების პოპური წარუდგინეს სტუმრებს და ნოსტალგიური მუსიკალური ნომერი შესთავაზეს. კლავიშთან თავად მაია ჯორჯაძე იჯდა, ხოლო დანარჩენი მუსიკოსები ღამის შოუს ბენდიდან გახლდნენ. მაიას და ზუკას გიორგი გაბუნიაც შეუერთდა სცენაზე.