ზუკა ხუციშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ასე მღერიან საქართველოში“ შეასრულა რუსა მორჩილაძის „შენზე ფიქრი“, რომელიც მისი სასიმღერო კარიერის დასაწყისს უკავშირდება და მას მამასთან, გიო ხუციშვილთან ერთად მღეროდა წლების წინ, ჯერ კიდევ პატარაობისას.
რუსა მორჩილაძე ზუკას სიმღერის შესრულებისას სცენაზე შეუერთდა და მას ჩაეხუტა.
