LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ზურაბ მანაგაძემ ძველი ჰიტები შეასრულა და მაყურებელი აღაფრთოვანა – გეგმავს თუ არა კომპოზიტორი „მელიქიშვილის გამზირის“ ახალი ვერსიის გაკეთებას

2092
ფორტუნა - 2023-07-22T000836.327

კომპოზიტორი და მომღერალი ზურაბ მანაგაძე „ღამის შოუს“ სტუმარი იყო. ზურა მანაგაძემ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სიმღერები შეასრულა.

ზურაბ მანაგაძემ „მერე ქარი ამოვარდა და „ქუთაისო ჩემო შეასრულა“. ძველი ჰიტების კიდევ ერთხელ გაჟღერებას მაყურებლის დადებითი კომენტარები მოჰყვა.

„ბავშვობიდან მახსოვს ეს ლამაზი სიმღერა“,

„საოცარი ადამიანი“,

„როგორ მიყვარს ამ კომპოზიტორის მიერ შესრულებული სიმღერები“, – ვკითხულობთ კომენტარებში.

ზურაბ მანაგაძემ ასევე ისაუბრა მის ჰიტზე, „მელიქიშვილის გამზირი“.

კითხვაზე, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ შეცვლიდა თუ არა ძველ ჰიტს, კომპოზიტორმა უპასუხა, რომ არა, რადგან ის ძველ და ახალ მელიქიშვილის გამზირს უხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები