ნანუკა ჟორჟოლიანმა რუსთაველის გამზირზე აქციების მონაწილე, მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის მამა ჩაწერა. შეგახსენებთ, რომ ზვიად დაკავებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით, ის 19 წლის გახლავთ.
„თუ ქვეყანა არ არის წარმატებული, სამშობლო არ არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, ქართველი კაცი ბედნიერი ვერ უნდა იყოს, თუ ნამუსი აწუხებს. შენ უნდა ცხოვრობდე ისე, როგორც შენი ქვეყანა ცხოვრობს. ასე გვიცხოვრია ყოველთვის ჩვენ, ამ პრინციპით ვცხოვრობდით ჩვენ და ზვიადმაც ეს მოჭარბებული რაოდენობით აითვისა…“, აღნიშნავს ზვიად ცეცხლაძის მამა.