LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ ახალი Apple Vision Pro

178
page

Apple-მა თავისი ინოვაციური პროდუქტი, Vision Pro ჩაუშვა ბაზარზე. ახალ მოწყობილობის ფასი 3499 დოლაროდან იწყება. კომოპანიაში აცხადებენ, რომ მოწყობილობა „სივრცითი გამოთვლების“ დასაწყისია.

მისი მეშვეობით შესაძლებელია, როგორც სხვადასხვა სამუშაო პროგრამის გამოყენება, ისე ფილმებისა და სატელევიზიო შოუების ყურება გიგანტურ ვირტუალურ 4K HDR ეკრანზე.

მაღალი დონის ჰედსეტისთვის კომპანიამ აგრეთვე Developer Strap წარადგინა, ეს არის აქსესუარი, რომელიც დამატებით $299 ღირს და შექმნილია Vision Pro-ს კომპიუტერთან დასაკავშირებლად. USB-C პორტის მეშვეობით, პირდაპირ უკავშირდება „მაკს“, რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს, უფრო კომფორტულად იმუშაონ ინტენსიურ აპლიკაციებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები