LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიდეოს გადაღება მინდოდა, რა კარგად მოძრაობს ჰაერში მეთქი.. ისე კარგად დაფრინავდა… მერე ბოლი შევნიშნეთ..“ – რას ჰყვებიან სუ-25-ის ჩამოვარდნის თვითმხილველები

230
ნინის დახმარება სჭირდება (1)

ბოლნისში თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ25-მა კატასტროფა რამდენიმე საათის წინ განიცადა. დაღუპულია პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თვითმხილველები მედიასთან დეტალებს იხსენებენ.

„ვუყურებდი, რადგან თვითმფრინავის ხმა ტელეფონზე საუბარში ხელს მიშლიდა. [ამ დროს] ავარდა უცებ, აღარ ჩანდა და შემდეგ დაეშვა. ბავშვმა მითხრა აფეთქდაო. კვამლი იყო. ქალები წავედით ხორბლის ყანებში, იქნებ ჩამოვარდაო [ადამიანი]. მერე გვითხრეს, რომ დაღუპულა“, – უთხრა „მთავარ არხს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

„გადაგვიფრინა და ზემოთ აიწია ჰაერში. მინდოდა ვიდეოს გადაღება, რა კარგად მოძრაობს ჰაერში-მეთქი. ისე კარგად დაფრინავდა. ბოლი შევნიშნეთ და მერე სახანძრო და საპატრულო მანქანები გამოჩნდა“, – იხსენებს „ტვ პირველთან“ კიდევ ერთი თვითმხილველი.

თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები დეტალურ გამოკვლევას აწარმოებენ.

magti 5g