LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიდრე მზია ამაღლობელი პატიმრობაში იქნება, ყველას მივადგებით“ – გელა მთივლიშვილი

194
2025-01-27_23-26-00_850735

„მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი გამოცემა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დირექტორის მხარდასაჭერად ბრძოლას გამარჯვებამდე აანონსებს.

მისივე თქმით, ვიდრე მზია ამაღლობელი პატიმრობაში იქნება, ყველას მიადგებიან.

„მზიას ჯიუტ ხასიათს ვინც ვიცნობთ, ვიცით, რომ ის არ შეწყვეტს შიმშილობას. ყველამ ვიცით, რა პრინციპების და ღირებულებების მატარებელია ეს ადამიანი. რა შეუძლია მზიას სხვა, რომ რეჟიმს ციხეში შეებრძოლოს, სადაც მისი თავისუფლებაა შეზღუდული. მე ვფიქრობ, რომ მზიამ შიმშილობა პროტესტის ფორმად იმიტომ აირჩია, რომ მას იქ მოქმედება შეზღუდული აქვს.

შიმშილობს, რათა ციხის გარეთ მყოფი მისი კოლეგები გაგვაძლიეროს და დაგვანახოს, რომ რაც უფრო დიდხანს ექნებათ მათ ძალაუფლება, ბევრად მძიმე შედეგები შეიძლება ჩვენ მივიღოთ.

არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელიც ივანიშვილს არ აქვს ჯიბეში ჩადებული. სამიზნე არის სწორედ ეგ. ჩვენ პერსონალურად მისი შეწუხებაც მოგვიწევს. არავის გამოტოვებას არ ვაპირებთ. ივანიშვილსაც მივადგებით. მზია დიდი ხანი არ უნდა დარჩეს პატიმრობაში, მაგრამ ვიდრე ის იქნება პატიმრობაში, მანამდე ყველას მივადგებით“, – ამბობს გელა მთივლიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g