მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აკრძალული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
სასაზღვრო სამსახურის განცხადებას მიხეილ სააკაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოეხმაურა. როგორც სააკაშვილი განცხადებაში წერს, ვიდრე პეტრო პოროშენკოა პრეზიდენტი, სხვა პასუხს არც ელოდებოდა.
„ვიდრე პეტრო პოროშენკო პრეზიდენტია, არც ველოდი სასაზღვრო სამსახურისგან სხვა პასუხს. არაუშავს, კიდევ ცოტას მოვითმენ ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ,“ – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/2449720088391691?__xts__%5B0%5D=68.ARC9cZ-gxeWtG6ez3oXd31YWE-kp4FsNxHRO0WaT2oEAjmw7aEMXzZnYzaJD0rzz72U9aFjRVtsmJPxADfBVLG8rQWGGdCtOIGKUXibUKX_62W7ICUKnruKDJf1Wr3zeJbfLWwlSnMekmzfRE-cm7CIOHbyUtLB0K84NhU4ntJ_V3EiHaiOyqT581IRXD2wJ4tYpJULos5YOSsTBU9TWdX9AMWLDVp-Rhn8yhUAin97T50QbqAZuytZlmbx5d33nsqx6hJ9gyfehelOWIr69BY9sCDdNoHO4BstgNTkY4bls7FaWhJN0nhU_3HPHdwSj0a-sw159C_Ew15nVUmFZFn-M2A&__tn__=-R
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, რომელშიც ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების მზაობა გამოთქვა.
გუშინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინაში შესაძლო ჩასვლის შესახებ საუბრობს, ქვეყანაში კანონიერი შესვლისთვის საფუძველი არ აქვს.