LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიეტნამში „მწერების კაფეში“ ვიყავი, სადაც მენიუში იყო მატლის ვრაპი, ობობა, ტარაკანა და მორიელი შამფურზე…“ – მსახიობ ანანო მგალობლიშვილის უცნაური კულინარიული გამოცდილება

216
ანანო მგალობლიშვილი

მსახიობი ანანო მგალობლიშვილი, რომელიც ხშირად მოგზაურობს, მათ შორის, ეგზოტიკურ ქვეყნებში, ჟურნალ „თბილისელებს“ უცნაური კერძების შესახებ უყვება, რომლებიც თავად გაუსინჯავს.

– პიკანტური კერძები თუ დაგიგემოვნებიათ?

– ვიეტნამში „მწერების კაფეში“ ვიყავი, სადაც მენიუში შეგეძლოთ გენახათ მატლის ვრაპი, ობობა, ტარაკანა ან მორიელი შამფურზე და ასე შემდეგ (იცინის). შეიძლება; ვინმემ მითხრას, მანდ რა გინდოდაო, მაგრამ ასეთ რამეს სხვაგან სად ნახავ?! ვფიქრობ, ეს შანსი არ უნდა გამომეტოვებინა. მატლების სალათა გავსინჯე, თუმცა თავად მატლები არ ჩანდა, ჭამით არ მიჭამია. კალია და ტარაკანა ვერ შევჭამე, აი, ობობას ფეხი კი დავაგემოვნე და ჩიფსს ჰგავდა. ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებული ვჭამეთ, ძირითადად, ბევრი ვიცინეთ, ფოტოები გადავიღეთ და გავერთეთ. ასევე გამოვყოფდი სასმელს, რომელშიც 20 წლის დაძველების გველი და ქათმის თავი იყო მოთავსებული. რა თქმა უნდა, ვერ დავლიე, მაგრამ მამაჩემს სუვენირად წამოვუღე. ჩემი აზრით, ასეთ ეგზოტიკურ რამეებს თუ არ გასინჯავ, ერთხელ მაინც უნდა შეავლო თვალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები