LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიფიქრე გადაივლის გლოვის დღეები და მერე გავცემ პასუხს იმ ადამიანებს ვისაც მოხვდათ ჩემი ბოლო სტატუსი, მაგრამ რახან „დაჟინებული მოთხოვნაა“ გიპასუხებთ“ – უჯიშოები ხართ, ვინც ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ!“ – „ქართული ოცნების“ წევრი, აჩიკო ბერიძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

854
აჩიკო ბერიძე

„ქართული ოცნების“ წევრი, მომღერალი აჩიკო ბერიძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მეორე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ადამიანები, რომლებიც ამ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ უჯიშოები არიან“.

„რა გჭირთ ხალხნო, რა გჭირთ! სხვის უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების დრო არის?! რა ხალხი ხართ, ვის რად უნდა თქვენი ტაში და ფარისევლობა! „ორი ტრუპის” მომლოდინე უჯიშოებო!“ – „ქართული ოცნების“ წევრი, აჩიკო ბერიძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

„ვიფიქრე გადაივლის გლოვის დღეები და მერე გავცემ პასუხს იმ ადამიანებს ვისაც მოხვდათ ჩემი ბოლო სტატუსი. მაგრამ რახან „დაჟინებული მოთხოვნაა“ გიპასუხებთ.

მოხვდათ ეს ჩემი „უჯიშოები“ ოლე ოლას უბადლო შემსრულებლებს, კუბოების დამწველებს, ცეცხლი ოლიგარქიას შემქმნელებს და კანონის ორმაგი სტანდარტების მომრგებებს, არადა სტატუსში გარკვევით აღვნიშნე: „ვინც იყენებთ ამ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის-თქო“ – ჰოდა თუ იყენებთ კი ვადასტურებ ჩემს სიტყვებს, უჯიშოები ხართ და თუ ემიჯნებით და მართლები ხართ სინდისთან ასე რატომ აღშფოთდით ძვირფასებო?! საკუთარ თავებზე რატომ მიიღეთ? 😊

კონკრეტულად ვის რა ინტერესი აქვს რისთვის აკეთებს ამას მე არ ვიცი მაგრამ ნელ-ნელა ხომ ყველაფერს ნათელი ეფინება?!

ნატალია ქუთათელაძე: „სადაა გაჭირვება? ვინმეს უჭირს? ბავშვებს შიათ? სად აბა? ვინ მოგატყუათ? აა ნაცები მოიგონებდნენ მაგას…არა არა, დიფ სთეითის ბრალია, უი არა, მშობლის ბრალია ვინც გაუშვა ბავშვები ლუკმა პურის საშოვნელად, რაღა მნიშვნელობა აქვს რამეს“

ის ხომ გამოჩნდა რა მასშტაბების დაფინანსებებით (მრავალ მილიონიანი) ძირს უთხრიდნენ USAID და სხვა ევროპული გრანტებით გამდიდრებული მამულიშვილი „ენჯეოშნიკები“ ქვეყანას. ეს ხომ ჩვენ არ მოგვიგონია კაცო, გაგიკვირდებათ და დასავლეთმა ამხილა ისინი, იმ დასავლეთმა ასე რომ „ვშორდებოდით მას“.

ეს ბობოლა დაფინანსებულები გავიგეთ რისთვისაც „იბრძვიან“ და იხოკავენ სახეს, მაგრამ დანარჩენებს რა პატარ პატარა ინტერესები გამოძრავებთ ამათ ასე ბრმა მიმდევრებად რომ დარჩით?! – ალბათ ვიღაცას ევროპაში პოლიტიკურ დევნილად ჩაბარების იმედი აქვს, ვიღაცას წვრილი კუპიურების მიღების, ვიღაცას კიდევ სხვა პატარა პირადი ინტერესები, ზოგადად ამ სოციალურ ქსელში ბაბლის მიერ შექმნილმა ილუზიამ და ერთმანეთის ტაშის კვრამ იცის დიდი მოლოდინების შექმნა და მერე უეცრად მოაქვს მტკივნეული ფუსტრაცია. მხოლოდ ისღა დამრჩენია გამძლეობა გისურვოთ“, – წერს აჩიკო ბერიძე.

ცნობისთვის, 15 თებერვალს ბათუმში, მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

„ტრაგედია მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია მშვიდობა… ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, სპეკულაციებს ცდილობთ“ – აჭარის ფინანსთა მინისტრი

გიორგი კეკელიძე: „ვწუხვარ ბათუმის დამამუნჯებელი ტრაგედიის გამო..ვწუხვარ, რომ ამ თაობას ამდენი თხრილი და ორმო დავახვედრეთ, ამდენი ჩასაფრებული სიკვდილის ხახა…“

სანდრო ელოშვილი: „ხუთი წლის ბავშვმა, რომ ჯართი იცის რა არის ჩვენს აშენებულ ქვეყანაში, ამ თხრილს ვერ ამოვავსებთ ვერასდროს და ამ ტკივილის ორმოსთან მოგვიწევს სამუდამოდ ცხოვრება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g