LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიღაცამ დამიწერა, ლაშა ნაკაიძე თქვენიანი იყო და კაცურად არ უნდა გაგეწირათო.. ის, რასაც თქვენ „კაცობას“ ეძახით, ჩემთვის სხვა რამეს ნიშნავს“ – რას წერს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია ყოფილ კოლეგაზე

2674
BeFunky-collage (1)

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ბექა ყორშია ყო­ფი­ლი კო­ლე­გის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით დაკავებული ლაშა ნაკაიძის შესახებ წერს და როგორც თავად აღნიშნავს, პოსტს ამ საკითხზე უკანასკნელად აქვეყნებს.

ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე 3 მუხლით აღიძრა – „მთავარი არხი“ ტელეწამყვანთან თანამშრომლობას წყვეტს

„ჩვენს საზოგადოებაში “მამაკაცურობის” აღქმა აბსოლუტურად ატროფირებულია. მამაკაცი ცდილობს, სრულად ფლობდეს ქალს – ერთი მხრივ ფლობდეს მის სხეულს, მეორე მხრივ – მის ემოციებზე ჰქონდეს დაწესებული ექსკლუზიური კონტროლი. მამაკაცი მუდამ საკუთარი უპირატესობის მტკიცებაშია.

თუ გახსოვთ, ადრე, წლების წინ, ერთი სასაცილო სენტენცია გვხვდებოდა მიმებად – “კოჭებს დაგიხვრეტ და სულ ხელით გატარებ” – რაც არ უნდა აბსურდულად, სასაცილოდ, ან გულისამრევად ჟღერდეს ეს სიტყვები, რეალობაა. ასე უყურებს ქართველი მამაკაცების უმრავლესობა ქალს, რომელიც შეიძლება უყვარდეს კიდეც, მარა ეს სიყვარულიც ატროფირებულია, ურბანულ ენაზე რომ ვთქვათ, “ასეთი სიყვარული არ გაიშვა”, რადგან იმთავითვე ძალადობაზე დგას. ძალადობა და სიყვარული კიდე ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია.

ახლა ეს რას მოვაყოლე, ვიღაცამ დამიწერა კომენტარებში, ლაშა ნაკაიძე თქვენიანი იყო და კაცურად არ უნდა გაგეწირათო. ეს ე.წ “კაცობა” მე სხვანაირად მესმის, მეგობრებო, და ის არანაირად არ გულისხმობს ქალზე ძალადობის, ცემის, ტყეპის, გაუპატიურების “გაპრავებას”.  ის, რასაც თქვენ “კაცობას” ეძახით, ჩემთვის სხვა რამეს ნიშნავს.

როგორც მამაჩემი მეტყოდა, “უკვე პატარა ბიჭი აღარ ხარ, ბექა”, ამ 27 წლის განმავლობაში უამრავი ურთიერთობა დამიგროვდა, მათ შორის – სასიყვარულო. არცერთი ჩემი პარტნიორისთვის არათუ ფიზიკური, მარტივი სიტყვიერი შეურაცხყოფაც არ მიმიყენებია. ჩემი “კაცობის” დასამტკიცებლად ეს არასდროს დამჭირვებია. თუ მაინც და მაინც ძალაზე ხარ, ან საკუთარი ეგოს გამოკვება გინდა, ნაძირლები დაილია ამ ქვეყანაზე, შეჩემა ? თუ ტრაკი გაქვს, მაგათ ებრძოლე, მაგათ გაუჭედე, მაგათ აფურთხე და აგინე, მარა ამას არ იზამ, რადგან ის ქალი, რომელსაც უყვარხარ და გენდობა, ბევრად მარტივი დასაჩაგრია.

ეს არის ჩემი სულ ბოლო კომენტარი ამ თემაზე“, – წერს ბექა ყორშია.

დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა: რას აცხადებს ლაშა ნაკაიძის საქმის პროკურორი – დევს თუ არა საქმეში ფოტომასალა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ტელეწამყვანმა დაზარალებულის დედას გაუგზავნა 

ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს – მოსამართლემ სხდომა დახურა

შეგახსენებთ, “მთავარი არხის” ყოფილ წამყვანს, ლაშა ნაკაიძეს, რომელსაც ბრალი გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ედება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს ჩაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები