LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიკა კალანდია ნიუ იორკის კინოსკოლაში ჩაირიცხა: „ვერ ვიჯერებ, რომ 37 წლის ასაკში კვლავ სტუდენტი ვარ…“

309
2025-02-24_12-26-54_430907

ვიკა კალანდია აშშ-ში სასწავლებლად გაემგზავრა და შეიძლება ითქვას, რომ 37 წლის ასაკში თავიდან დაიწყო ცხოვრება. ნიუ იორკის პრესტიჟული კინოსკოლის სტუდენტი გახდა. ამ ნაბიჯით მან ყველაზე დიდი ოცნება აისრულა და ამის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ უყვება:

ჩემი ოცნება იყო, კარგ კინოსკოლაში მესწავლა, განსაკუთრებით ნიუ იორკის კინოსკოლაზე მქონდა აქცენტი.. ორი წლის წინ, საერთოდ რომ არავინ არაფერი იცოდა, ისე გადავწყვიტე ჩემი მთავარი ოცნების ახდენა. გადავგზავნე ჩემი მონაცემები, გავიარე ტურები და რამდენიმე თვის წინ უკვე ოფიციალურად გავხდი ამ სკოლის სტუდენტი. როგორც კი ჩავირიცხე, ორ თვეში გავფრინდი და მთელი ეს ამბავი ჩემი მეგობრებისთვისაც მოულოდნელი იყო, ამას იმიტომ ვასაიდუმლოებდი, რომ მინდოდა, ჯერ ჩემი საქმე გამეკეთებინა და მერე გამემჟღავნებინა. ვერ ვიჯერებ, რომ 37 წლის ასაკში კვლავ სტუდენტი ვარ. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ამ ასაკში ახალი ფურცლიდან ცხოვრების ახლებურად დაწყება.

უკვე მოვახერხე და საუკეთესო სტუდენტის ტიტული მოვიპოვე. ჩემთვის ეს აღიარება ძალიან მოულოდნელი იყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g