LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიხუმრე, რომ ვაგნერელები ერთმანეთს უჩურჩულებდნენ: ჟეშუვში ექსკურსიაზე წავიდეთო” – ლუკაშენკა

141
publika.ge-1-19-e1658475286475

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მან “იხუმრა” პოლონეთზე “ვაგნერის” დაჯგუფების თავდასხმის გეგმებთან დაკავშირებით. ინფორმაციას ბელარუსული სახელმწიფო გამოცემა “ბელტა” ავრცელებს.

„ვიხუმრე, რომ ვაგნერელები ერთმანეთს უჩურჩულებდნენ: ჟეშუვში ექსკურსიაზე წავიდეთო,“ თქვა ლუკაშენკამ ბრესტის ოლქში გამოსვლისას.

მისი თქმით, პოლონეთის მთავრობამ მას მადლობა უნდა უთხრას იმისთვის, რომ “ეს მებრძოლები ჩვენთან დავპატიჟეთ.”

“ილოცონ, რომ ჩვენთან გვყავს ისინი, კიდევ როგორღაც უზრუნველვყოფთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს გარეშე ისინი იქ გააღწევდნენ და ძლიერად დაარტყამდნენ ჟეშუვსა და ვარშავას. ამიტომ ჩემს მიმართ საყვედურები არაა საჭირო, მადლობა მითხრან” – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები