LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიკი, კრისტინა ბარსელონას“ შემდეგ ხავიერ ბარდემი და პენელოპა კრუსი ახალი ფილმით დაბრუნდნენ

777

ესპანელმა ვარსკვლავებმა და ცოლ-ქმარმა, ხავიერ ბარდემმა და პენელოპე კრუსმა მთავარი როლები შეასრულეს ფილმში „Love Pablo”, რომელიც ცნობილ ნარკობარონსა და კონტრაბანდისტს, პაბლო ესკობარს შეეხება.

ფილმ პაბლოსა და ვირჯინია ვალიეჰოს სასიყვარულო ურთიერთობას აღწერს. ამ უკანასკნელს პაბლო მაშინ შეუყვარდა, როდესაც მან თავბრუდამხვევი ძალაუფლება მოიხვეჭა.  კოკაინით ვაჭრობა, მკვლელობები, სიმდიდრე – ეს ვალიეჰოს საყვარელი მამაკაცის ყოველდღიური ცხოვრება გახდა, რაც საბოლოოდ მან თავის წიგნში აღწერა.

დაახლოებით 10 წლის წინ დავიწყე პაბლოს ხასიათის შესწავლა, როდესაც ის საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში არ იყო. ამ ფილმმა ძალიან დამაინტერესა, მინდოდა გამეგო, საიდან ჰქონდა ამ ადამიანს იმ ყველაფრის უნარი. მინდოდა, მისი პორტრეტი კარგად წარმომეჩინა“, – განაცხადა მსახიობმა

რაც შეეხება ფილმში პენელოპე კრუსის მონაწილეობას, „ვიკი, კრისტინა ბარსელონას“ შემდეგ ეს წყვილის პირველი ერთობლივი პროექტია.

„ორივე ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებოდით გადაღებების პროცესს, რათა დისტანცია ჩვენს შორის სწორად დაგვეცვა, ხოლო პაბლოსა და ვირჯინიას დამოკიდებულება სწორედ გადმოგვეცა. მგონია, რომ ორივე ჩვენგანმა ძალიან ბევრი რამ ისწავლა ამ ფილმით, უპირველესად კი ის, რომ ყოველთვის უნდა იყო ის, რაც ხარ. ყოველი დღის ბოლოს უნდა დაბრუნდე სახლში და გაგაჩნდეს საკუთარი ცხოვრება. სასაცილოა, მაგრამ ეს არც ისე მარტივია, თუმცა, მეც და პენელოპამაც ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ“, – განაცხადა ხავიერმა.

ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე 6 სექტემბერს გაიმართება, ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალზე კი მისი ჩვენება 12 სექტემბერს იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g