LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვილი სანიოლი: ფეხბურთელები მზად არიან – უფრო ძლიერი ხარ, როცა შენს უკან მთელი ქვეყანა დგას

155
ვილი სანიოლი

ფეხბურთელებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ოცნების ასრულება იყო, ისინი რამდენიმე დღე ამ ემოციებში იყვნენ და ყოველდღიურ რუტინაზე გადმორთვა გაუჭირდათ კიდეც, თუმცა შეკრების დაწყების წინ, ჩვენ მათ ვესაუბრეთ, ვუთხარით, რომ ახლა სწორება ახალ მიზნებზე უნდა ავიღოთ, ამიტომ ეს ეტაპი ყველამ დაძლია, ისინი მზად არიან,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ დორტმუნდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფეხბურთელებისთვის დიდი მუხტი და ძალაა, როცა იციან, რომ მათ გვერდით მთელი ქვეყანა დგას.

“ყველა ქომაგმა ჩამოსვლა ვერ მოახერხა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის აქ, ან ვინ დარჩა საქართველოში, ვიცით, რომ ყველა ერთიანები ვართ, ზოგი ტრიბუნაზე, ზოგი სოციალურ მედიაში, ზოგი შინ, ნებისმიერ მხარდაჭერას ვგრძნობთ და გრძნობენ ფეხბურთელები, ეს ძალიან დიდი მუხტი და ძალაა, უფრო ძლიერი ხარ, როცა შენს უკან მთელი ქვეყანა დგას”,- განაცხადა ვილი სანიოლიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები