თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ხვალ დაგეგმილი შეხვედრა საბოლოო ჯამში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას შეუწყობს ხელს.
„ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე ხვალ პირველად შეხვდებიან ერთმანეთს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ვიმედოვნებ, რომ მათი შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით კარს გახსნის,“- განაცხადა ერდოღანმა.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს ხვალ, 10 მარტს შეხვდებიან. შეხვედრის ინიციატორი თურქეთია.
რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
უკრაინა ნატო-სგან უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას ითხოვს, რაზეც ალიანსი უარს ამბობს, მიიჩნევს რა, რომ ეს ომში პირდაპირ ჩართვას გამოიწვევს.