LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიმედოვნებ, რუსთავი 2-ის შემდეგ არ იქნება ტვ პირველის ჯერი – ძველიშვილი

118
10842316a2cc6902891dfd754c7f8358-thumb

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ “ტვ პირველის” მფლობელის გამოკითხვაზე დაბარება არხის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენს. ნატა ძველიშვილის თქმით, როდესაც კონკრეტული ტელევიზიის მიმართ ჩნდება პოლიტიკური ინტერესი, ხელისუფლება იყენებს ყველა ხერხს იმისთვის, რომ მიზანი იყოს მიღწეული და ამის მაგალითია “რუსთავი 2-ის” საქმე.

„იმედი მაქვს, რომ ეს გამოკითხვა არ უკავშირდება რაიმე თვალსაზრისით მაინც “ტვ პირველს” და გავლენას არ იქონიებს “ტვ პირველის” მუშაობაზე ნებისმიერი ფორმით. არ აქვს მნიშვნელობა, მეტად თუ ნაკლებად. იმედს გამოვთქვამ, რომ “რუსთავი 2-ის” შემდეგ არ იქნება “ტვ პირველის” ჯერი და ეს მაუწყებელი მაინც გააგრძელებს დამოუკიდებლად მუშაობას. “რუსთავი 2-ის” საქმემ პრაქტიკულად  გვაჩვენა, რომ როდესაც არსებობს პოლიტიკური ინტერესი, ყველანაირი ხერხი შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ეს ინტერესი იყოს მიღწეული. ამიტომაც ტვ პირველის შემთხვევაშიც დამოუკიდებული იქნება ყველაფერი იმაზე რა გათვლა და მიზანი აქვს ხელისუფლებას,“ – განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

შეგახსენებთ, “ტვ პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი პროკურატურაში  თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

 

პოპულალურები