ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია იწყებს საინფორმაციო კამპანიას, სახელით “მე ავიცერი” და საზოგადოებას წარმოუდგენს იმ ექიმებს, რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ და უკვე ჩაიტარეს ვაქცინაცია.
„საყოველთაო ვაქცინაცია პანდემიის დასრულებისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა, რომლითაც დავიცავთ ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს და ერთმანეთს მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან!“, აღნიშნულია განცხადებაში.
ექიმები ასევე შეგვახსენებენ, რომ არ დაგვავიწყდეს:
ვატაროთ პირბადე
დავიცვათ დისტანცია
ხშირად დავიბანოთ ხელები
?ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია იწყებს საინფორმაციო კამპანიას , სახელით “მე ავიცერი” ! წარმოგდგენთ ჩვენს…
Posted by ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია on Tuesday, February 9, 2021