LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილები

2573
62038175_479859489436622_2688782327684792320_n

ყაზბეგში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილი სამი ადამიანიდან ეკიპაჟის წევრები და სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგის” ერთი თანამშრომელია. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

„6 ივლისს, დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ კომპანია “რუმს ჰოტელ ყაზბეგი”-ს კუთვნილი ვერტმფრენი – ყუროს მთასთან, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. 

ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაღუპულია სამი ადამიანი

უბედური შემთხვევის დროს ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

ყაზბეგში მათი კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას „აჭარა ჯგუფი“ ავრცელებს.

როგორც „აჭარა ჯგუფში“ აცხადებენ, ისინი თანამშრომლობენ საგამოძიებო უწყებასთან.

„დაბა სტეფანწმინდაში ჩამოვარდა „აჭარა ჯგუფის“ კუთვნილი ვერტფრენი ავიატორი. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია პილოტი და „აჭარა ჯგუფის“ ორი თანამშრომელი.

კომპანია ღრმა მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს.

„აჭარა ჯგუფი“ სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან“, – ნათქვამია „აჭარა ჯგუფის“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g