11 თვის ინგლისურად ალაპრაკდა, მოგვიანებით რუსულად დაიწყო საუბარი, ქართული 3 წლის ასაკში ისწავლა. 4 წლის ალექსანდრე პოლიგლოტია და როგორც დედა ამბობს, უკვე 7 ენაზე საუბრობს.
როგორც 4 წლის ალექსანდრე ჯაშვაძის დედა, ეკო სანებლიძე ამბობს, ყველა ბავშვი განსაკუთრებულია და ნიჭს სხვადასხვა მხრივ, სხვადასხვა დროს გამოავლენს.
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ბავშვებს ნიჭის გამოსავლენად, შემდეგ კი საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაციისთვის ხელშემწყობი გარემო პირობები სჭირდებათ. ბავშვის განვითარების პროცესში სპეციალისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ოჯახის როლს, ასევე სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, რაც ინდივიდუალურ მიდგომას, შესაძლებლობებზე და ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გეგმას გულისხმობს.
ავტორები: თაკო ივანიაძე, ლერი ზაქაიძე