LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ძმამ მოკლა

1065
BeFunky-collage (6)

ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ძმამ მოკლა, ფეხბურთელი მიშო ახლოურია.

როგორც ცნობილია, ძმებს შორის ურთიერთშელაპარაკება გვიან ღამით მოხდა, რაც მკვლელობით დასრულდა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტორს ცნობით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ა. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას – 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს,”-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-მ ძმის განზრახ მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g