LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ბიჭი სოციალური ქსელიდან, რომლის ცეკვა მაყურებელს აღაფრთოვანებს: „ციმციმას ვიდეოებს ვუყურებდი და ვაკვირდებოდი. სხვათა შორის, დათუნიკა სხირტლაძისგანაც ვიღებდი სხვადასხვა ილეთს და სურვილი გამიჩნდა, მეც ჩემეული ილეთები შემემუშავებინა…“

405
ვაკო კობახიძე

ვაკო კობახიძე – გაიცანით ბიჭი, რომლის არტისტულმა ცეკვამ სოციალური ქსელები მოიცვა

და შესრულების გამორჩეულმა მანერამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ვაკო მარტვილში ცხოვრობს, ანსამბლ “კოლხიდაში” ცეკვავს, ჯარში მსახურობს – სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდის და წინ დიდი გეგმები აქვს. სურს, რომ მომავალი კვლავ სცენას დაუკავშიროს და თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბაროს.

ვაკო კობახიძესთან ინტერვიუს „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

ვაკო, როგორც იცი, შენი ცეკვის ვიდეო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ჩვენს “ფეისბუკ”-გვერდზეც ძალიან დადებითი შეფასებები მოჰყვა. გვიამბე შენ შესახებ, რას საქმიანობ, რა ასაკში დაიწყე ცეკვა?

ამჟამად ვემსახურები საქართველოს – ჯარში ვარ, სავალდებულო სამხედრო სამსახურს გავდივარ. მარტვილში ვცხოვრობ და მეთხუთმეტე წელია ვცეკვავ. ოთხი წლიდან დავიწყე, მაშინ ბაღში დავდიოდი, ახლა ანსამბლ “კოლხიდაში” ვარ. ცეკვა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, ძალიან მიყვარს და მინდა მთელი ცხოვრება ასე გავაგრძელო. როცა სცენაზე დგახარ და ცეკვავ, ყველაფერი გავიწყდება, კონცენტრირებული ხარ იმაზე, თუ რა აკეთო და ამავე დროს, სხვა სითბო, სხვა გრძნობები მოდის – ეს სასიამოვნოა, დიდ სტიმულს გაძლევს. ქართული ცეკვა გამორჩეულად მიყვარს.

ძველი თაობის მოცეკვავეების შესრულებას და ჩანაწერებს თუ უყურებ ხოლმე? ვინ არის შენთვის გამორჩეული?

– ციმციმა – იური ცინცაძე და დათუნიკა სხირტლაძე.

ამ პასუხს ველოდი. სოციალურ ქსელში გადარებენ კიდეც ციმციმას. თუ გახსოვს, რამ მოახდინა შენზე შთაბეჭდილება, რაც შემდეგ ცეკვის შენეულ მანერაზე აისახა?

– ციმციმას ვიდეოებს ვუყურებდი და ვაკვირდებოდი. სხვათა შორის, დათუნიკა სხირტლაძისგანაც ვიღებდი სხვადასხვა ილეთს და სურვილი გამიჩნდა, მეც ჩემეული ილეთები შემემუშავებინა, იმპროვიზირებული. ბავშვობისას იმას ვცეკვავდი, რასაც მასწავლიდნენ, მაგრამ დაახლოებით ათი წლის შემდეგ ჩემეული შტრიხების შეტანა დავიწყე. 13-14 წლის რომ ვიყავი და ტურისტების წინაშე ვცეკვავდი, მაშინ წამოვიდა ეს იმპროვიზაციული ილეთები, რადგან ისეთი ნომრები უნდა შემესრულებინა, რაც მათ გაოცებასა და აღფრთოვანებას გამოიწვევდა, ადამიანებს ემოციებს მოჰგვრიდა. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად მჭირდებოდა ახალ-ახალი ილეთის მოფიქრება, ჩემი ცეკვა მრავალფეროვანი რომ ყოფილიყო, ხასიათი გამოჩენილიყო. საკუთარ თავზე ვმუშაობდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g