LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერის და კლიპის ავტორი და როდის წარდგება მარიამ შენგელია ევროპის წინაშე სიმღერით Freedom

352
მარიამ შენგელია

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წელს საქართველოს 22 წლის მარიამ შენგელია წარადგენსევროვიზია 2025 შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება.

საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია ევროპის წინაშე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალში წარდგება.

„პირველი არხის“ ცნობით, მომღერალი მარიამ შენგელია, რომელიც ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წელს საქართველოს წარადგენს, „პირველი არხის“ ორი პროექტის – „საქართველოს ვარსკვლავის“ და „ვოისის“ მონაწილეა, ასევე 2020 წელს ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის ბექვოკალისტი იყო.

საქართველოს „ევროვიზიაზე“ მარიამ შენგელია წარადგენს

„ევროვიზია 2025“ ბაზელში, შვეიცარიაში გაიმართება.

რაც შეეხება სიმღერას სახელწოდებით Freedom (თავისუფლება) ქეთი გაბისიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის.

მუსიკალური კლიპი კახა ბუხრაშვილმა გადაიღო, კოსტიუმის დიზაინზე იზა ნადარეიშვილმა, კლიპის მხატვრობაზე კი შაკო პოპიაშვილმა და ნინო წულაიამ იმუშავეს.

ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობა მიიღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებმა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა.

ვიდეო: „მარიამს წარმატებებს და გამძლეობას ვუსურვებ. ძალიან ძლიერი სიმღერაა და მინდა, დიდ წარმატებას მიაღწიოს! ქართველებს კი მინდა მივმართო… ვიცი, რომ ყველას განსხვავებული გემოვნება და წარმოდგენები გვაქვს მაგრამ…“ – ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე ქართველებს მიმართავს, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის სახელით დიდ კონკურსზე იღებენ მონაწილეობას, ყველა უნდა გაერთიანდეს და ქვეყნის წარმომადგენელს ერთად უგულშემატკივროს.

„პირველი არხის“ ცნობით, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 18-მა ქართველმა შემსრულებელმა გამოთქვა და საკუთარი ნამუშევარი წარადგინა.

როგორც „პირველი არხი“ წერს, ტელეკომპანიას სიმღერა 20-ზე მეტმა უცხოელმა კომპოზიტორმა გამოუგზავნა. მათივე ინფორმაციით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევანი ქართული მოტივებით და ეროვნული ელემენტებით დატვირთულ პროექტზე შეაჩერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g