LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის გ.ლ. და რატომ განხორციელდა მისი ექსტრადირება ჩეხეთიდან

150
სალომე 222

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ექსტრადირებული იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის მსჯავრდებული გ.ლ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით გ.ლ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მასზე გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

სასამართლოში დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 იანვარს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, ე.წ. „კუდები 3“ ტრასაზე თხილამურით სრიალისას გ.ლ.-მ უგულებელყო წინდახედულობის ნორმები, არ გაუწია კონტროლი თავის მოძრაობას, არ შეუფარდა სრიალის სიჩქარე და მანერა არსებულ პირობებს და გარემოს, არ შეარჩია წინა მოსრიალისთვის უსაფრთხო მარშრუტი და დისტანცია და უკნიდან, დიდი სისწრაფით შეეჯახა იმავე სასრიალო ტრასაზე მოსრიალე არასრულწლოვან 12 წლის ს.ტ.-ს, რომელიც შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს მიერ ძებნილი გ.ლ. ჩეხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს.

შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, მისი ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა.

ქართული მხარის შუამდგომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ სრულად იქნა დაკმაყოფილებული და მხარეთა ეფექტური თანამშრომლობის შედეგად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელდა გ.ლ.-ს საქართველოში ეტაპირება.

 

შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა გუდაურში 2016 წლის 10 იანვარს მოხდა. 12 წლის სალომე ტატიშვილს სრიალის დროს დიდი სისწრაფით შეეჯახა 18 წლის მოთხილამურე ბიჭი. სალომე ადგილზევე დაიღუპა, ახალგაზრდა მამაკაცი კი დაშავდა. შემთხვევიდან 2 წლის შემდეგ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა საქმეში ბრალდებულ გიორგი ლიპარტელიანს, რაც სალომე ტატიშვილის ოჯახმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა სააპელაციოს განაჩენი – მეორე ინსტანციის სასამართლომ 12 წლის გოგონას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულ გიორგი ლიპარტელიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურის მტკიცებით, ლიპარტელიანი სათხილამურო ტრასაზე ნასვამ მდგომარეობაში სრიალებდა, რამაც აღნიშნული შემთხვევა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g