LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ლიზი დარასელიას რჩეული და რით მოხიბლა მომღერალი მომავალმა ქმარმა: „იმდენად ერთგული ადამიანია, იმდენად მიზანდასახული პიროვნებაა, რომ აღფრთოვანებული ვარ…“

1742
page

ახლახან ვიტალი დარასელიას შვილიშვილს, მომღერალ ლიზი დარასელიას რჩეულმა, საბა ბალაძემ დაბადების დღეზე ხელი სთხოვა და გოგონასგან თანხმობაც მიიღო.

ლიზი ჟურნალ „სარკეს“ (23 ივლისის ნომერი) ესაუბრება თავისი გაბედნიერების შესახებ:

„ჩემი რჩეული საბა ბალაძეა. ერთმანეთი ჩემს სამეგობრო წრეში გავიცანით. გაცნობის დღიდან საბა სულ ცდილობდა, ჩემი გული მოეგო, მაგრამ ცოტა გაუჭირდა. ხომ იცით, გოგონებს გვიყვარს ბიჭების წვალება და ცოტა ვაწვალე, მაგრამ საბოლოოდ, თავის მიზანს მიაღწია.

გარდა გარეგნობისა, რა მოგეწონათ მასში, რით მოგხიბლათ?

ყველაფრით მოვიხიბლე. საბა იმდენად კარგი ადამიანია, იმდენად კეთილშობილია, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. მამაკაცში ყოველთვის კეთილშობილებას ვაფასებდი და გამიხარდა, რომ საბას ეს თვისება აღმოაჩნდა. იმდენად ერთგული ადამიანია, იმდენად მიზანდასახული პიროვნებაა, რომ აღფრთოვანებული ვარ. იცის ქალის პატივისცემა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ყველანაირად გვერდში მიდგას და ჩემს პროფესიას აფასებს. მთელი ცხოვრება ვეძებდი ისეთ ადამიანს, რომელიც ჩემს პროფესიას პატივს სცემდა და გამიმართლა, რომ ვიპოვე. ბედნიერი ვარ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g