პრინც ჯექსონი ამბობს, რომ შესაძლოა, პოპის გარდაცვლილი მეფე მისი ბიოლოგიური მამა არ არის, მაგრამ ეს მისთვის არაფერს ნიშნავს, რადგან მას ერთადერთი მამა ჰყავდა და ის მაიკლ ჯექსონი იყო.
ყველაფერი „ტვიტერიდან“ დაიწყო – პრინცს მისწერეს, რომ მისი მამა არა მაიკლი, არამედ ჯექსონის დერმატოლოგი, კლეინი იყო. პრინცმა კი უპასუხა, რომ ის მამამ გაზარდა, ძმასთან და დასთან ერთად, ამიტომ მისთვის სხვა არაფერს აქვს მნიშვნელობა.
მედია დიდი ხნის მანძილზე ამტკიცებდა, რომ ჯექსონის შვილების – პერისისა და პრინცის ბიოლოგიური მამა ექიმი არნი კლეინია, სწორედ მისი გენეტიკური მასალა გამოიყენეს დები როუს დაორსულებისთვის. კლეინმა ცეცხლს ნავთი დაასხა, როდესაც 2013 წელს საკუთარი ფოტო პრინცისას შეადარა.
თუმცა პორტალი TMZ ამტკიცებს, რომ ბავშვების მამა არც ჯექსონია და არც კლეინი.
პრინცი და პერისი მაიკლის ცოლმა, დები როუმ გააჩინა, ბლენკეტი კი მოგვიანებით – უცნობმა სუროგატმა.