LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ნაგავი: სკანდალი არჩევნების წინ და რას გადაწყვეტს მერყევი შტატები – ისრაელი მზადაა ცეცხლის შეწვეტისთვის, რუსეთს კი ჩრდილო კორეა ეხმარება

125
small-crop-hero-1550x804

მსოფლიო ყურადღება ამჟამად შეერთებული შტატებისკენ არის მიპყრობილი, სადაც სულ მალე ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ტემპერატურა ისედაც მაღალია, თუმცა ვითარებას ამძაფრებს ისიც, რომ ორივე კანდიდატის შანსები თანაბრად ფასდება და ექსპერტები აცხადებენ, რომ გადამწყვეტი ე.წ. მერყევი შტატების პოზიცია იქნება.

ახლო აღმოსავლეთიდან ისმის ცნობები, რომ შესაძლოა ცეცხლი გარკვეული დროით მაინც შეწყდეს. სამაგიეროდ რუსეთმა მორიგი თავსატეხი გააჩინა, რადგან უკრაინასთან ომში მის დასახმარებლად ათასობით ჩრდილო კორეელი ჯარისკაცი ჩავიდა. რას აძლევს სანაცვლოდ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას, სწორედ ეს აშფოთებს დიდ ქვეყნებს.

საინტერესოდ და დინამიურად მიმდინარეობს პროცესები თავად ევროპაშიც, სადაც ყოფილ საბჭოთა და ბალკანურ ქვეყნებთან მიმართებით ევროპას შეჯამებისა და დასკვნების გაკეთება უწევს.

პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა ვრცლად და სხვადასხვა მიმართულებით მიმოიხილა მიმდინარე მოვლენები გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“.

„მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია აშშ. საპრეზიდენტო არჩევნებში უფრო და უფრო მწვავე ხდება ბრძოლა, რადგან ყველა კვლევის თანახმად, კანდიდატები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან.
ასეთი არაპროგნოზირებადი არჩევნები აშშ-ში კარგა ხანია არ ყოფილა. შედეგების ბედი ყოველთვის წყდებოდა შვიდ ე.წ. მერყევ შტატში, რადგან დანარჩენებში ათწლეულების განმავლობაში ვითარება ასე თუ ისე უცვლელი იყო. ამ შვიდ შტატში კი წითელი (რესპუბლიკელები) და ლურჯი (დემოკრატები) იცვლებოდა. ახლაც ასეა.

ექსპერტები საუბრობენ, რომ ელექტორატული კოლეჯის ხმების გამო, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს პენსილვანიის შტატი. სწორედ ამიტომ კანდიდატები მთელ რესურს აქეთ მიმართავენ.

დონალდ ტრამპმა მიიღო ერთგვარი საჩუქარი, როდესაც ჯო ბაიდენმა ტრამპის მომხრეს, რომელმაც პუერტო-რიკო მცურავ ნაგავს შეადარა, განაცხადა, რომ ეს არის პუერტო-რიკოს და მთელი ლათინო მოქალაქეების შეურაცხყოფა და ნაგავი თუ კი სადმე შეიძლება მოვიძიოთ, სწორედ ტრამპის ამომრჩევლებში. რა თქმა უნდა, ტრამპი ამას ხელიდან არ გაუშვებდა და სანახაობრივადაც დადგეს. მან ბაიდენის წამოცდენაზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ არ მიიღებს აშშ-ის მოქალაქეების მიმართ მსგავს განცხადებებს.
კამალა ჰარისი კი აქცენტს აკეთებს ერთობაზე, იდეალებზე და აცხადებს, რომ უნდა დავიბრუნოთ ისეთი აშშ, რომელიც დაფუძნებულია მთავარ ადამიანურ ფასეულობებზე.
ამ მოვლენების შემდეგაც არსებითი ცვლილება არ შეინიშნება.

ისრაელის პროსახელისუფლებო მედიაში გავრცელდა ცნობები ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობის პოზიციის თაობაზე, რომ იმდენად ეფექტიანი ომი აწარმოეს და იმდენად კარგ შედეგებს მიაღწიეს „ჰეზბოლას“ განადგურების კუთხით, რომ შესაძლებელია იმაზე ფიქრი ხანმოკლე დროით ცეცხლი შეწყდეს.
აშშ-ის ჩართულობით განიხილება რამდენიმე ვარიანტი. ლიბანში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით კონსტრუქციულია თავად ბენიამინ ნეთანიაჰუ გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში (პირველ როგში მძევლების გათავისუფლება).
რაც ეეხება ღაზის სექტორს, ესეც განიხილება, მაგიდაზე დევს 60-დღიანი შეწყვეტის შესაძლებლობა. თუმცა ნეთანიაჰუ კატეგორიულად გამორიცხავს ღაზის სექტორის უახლოეს პერიოდში დატოვებას. ის მზადყოფნას გამოთქვამს, რომ „ჰეზბოლას“ და თუნდაც „ჰამასის“ მხრიდან მოღონიერების და შესაბამისად საფრთხის გაძლიერების შემთხვევაში, ისრაელი მზად იქნება დაუყოვნებლივ განაახლოს სამხედრო ოპერაცია.

ამ მოვლენების ფონზე ერთგვარ ჩრდილში იყო მოქცეული რუსეთის ომი უკრაინაში. რეალურად იქ მძიმე საომარო მოქმედებები მიმდინარეობს დონეცკის რეგიონში. რუსეთს აქვს სერიოზული უპირატესობა ცოცხალი ძალისა და შეიარაღების თვალსაზრისით და საოკუპაციო ძალებმა კვლავ შეძლო გარკვეული დასახლებების დაპყრობა.
უკრაინა ემზადება მეორე სამშვიდობო სამიტისთვის. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩრდილოეთ ევროპის ლიდერებთან გამართა შეხვედრები, რომლებიც მხარს უჭერენ მისი სამშვიდობო გეგმის ელემენტებს. მაგრამ წარმოიაშვა სერიოზული თავსატკივარი. კურსკიდან ათეულ კილომეტრში შემჩნეულია ჩრდილო კორეული სამხედრო კონტიგენტი. საუბრობენ დაახლოებით 10 ათას ჯარისკაცზე. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ეს კონტიგენტი საზარბაზნე ხორცია და უფრო დაბალი ეფექტიანობის იქნება, ვიდრე ბრძოლაში გაწვრთნილი რუსული არმია. ვარაუდობენ, რომ ამის საფასურად რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას მიაწოდა ბალისტიკური იარაღის და ბირთვულის შეიარაღების გადაზიდვების ტექნოლოგიები. ეს აშფოთებს სამხრეთ კორეას, აშშ-ს, ხოლო ზელენსკიმ გულისტკივილი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რეაქცია არასკმარისად ძლიერი იყო.

ამასობაში ევროპაში მოვლენები დინამიურია. საქართველოს მიმართ სამწუხარო გადაწყვეტილებები გახმიანდა, დანარჩენ ქვეყნებთან არის პროგრესი. უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მოლდოვისა და უკრაინას თანხვედრის ზრდა აღინიშნა, მონტენეგროსთან საკითხი დამაგვირგვინებელ ფაზაშია. ბალკანეთის ქვეყნების შესაძლებლობები იზრდება, ასევე ალბანეთის, მაკედონიის და სხვებისაც, რომ 2030 წლისთვის გახდნენ დიდი გაფართოების განუყოფელი ნაწილი“.

ფოტო: carbonbrief
x.com
nknews

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g