სოციალურ ქსელში ამჟამად აქტუალურია ერთ-ერთი ჯგუფი „მაუგლის პაციენტები – ბედნიერი მშობლები“ და ამ ჯგუფში გაზიარებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ეპყრობა ბავშვებს ექიმი ქეთინო მერაბიშვილი. ამის შესახებ არაერთი ადამიან ი წერს სოცქსელში და აზიარებენ ფოტოს, სადა ჩანს ქეთინო ექიმი და ახალშობილი.
გთავაზობთ ნინო გუგეშაშვილის პოსტს ამ თემაზე:
„არსებობს ასეთი ჯგუფი, “მაუგლის პაციენტები – ბედნიერი მშობლები”
ეს ფოტოც ამ ჯგუფიდან გავრცელდა, ავტორი, სავარაუდოდ ბავშვის დედა ასე ასათაურებს: “ერთი კვირის პაწუა და ქეთი ექიმი” და ძალიან ამაყობს ამით. მსგავსი მოძრაობები და ვარჯიშები, კატეგორიულად არ შეიძლება ბავშვისთვის, მედიცინაში ამას შენჯღრევის სინდრომს უწოდებენ და ამის გამო დასარწევ საწოლებსაც კი აღარ უწევენ რეკომენდაციას, მაგრამ ეს ჩვენი ძვირფასი ქეთი ექიმი უფრო სანდო და მცოდნეა ალბათ და ავარჯიშებს ბავშვებს. ყველა ბედნიერებასთან ერთად ეს ქალბატონი ანტივაქსერიც გახლავთ და კიდევ უფრო საინტერესოა, რომ სახლებშიც დადის პაციენტებთან ყოველგვარი პირბადის გარეშე . “კორონა არა ტოროლა” ❤ მიმდევრებიც არ აკლია, სექტაა მოკლედ.
ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა, სანამ ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს ადამიანი, IQ ტესტის ჩაბარება და ფსიქო უნდა მოითხოვებოდეს, როგორც მინიმუმ.
რა დააშავეს ამ ბავშვებმა„, მშობლებში რომ არ გაუმართლათ?“
ამავე თემაზე წერს საფრანგეთში მომუშავე ექიმიო, ქეთი ლობჟანიძეც:
„გამისკდა გული!
ვინმე ქეთი “ექიმი” ერთი კვირის ახალშობილს ტვინს ურყევს და ამას მშობლები აპლოდირებენ, იმის მაგივრად, რომ უჩივლონ!
ამ ჯგუფში სპეციალურად გავწევრიანდი, იქნებ, მოვახერხო და მისი გურუს გავლენა შევარყიო დედების თვალში, მაგრამ არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, უბრალოდ, მაინც ვცდი…
პ.ს. გავარკვიე, ანტივაქსერების სექტაც ყოფილა, ამისთანებმა შემოაბრუნეს დავიწყებული საშიში დაავადებები! მოკლედ, სასწრაფოდ უნდა შველა ამ ბავშვებს! დედებს ავუხსნათ, რა საფრთხეს უქმნიან საკუთარ შვილებს ამ ვაი-ექიმის ხელში!..“
ქეთი ლობჟანიძეს თავად ქეთინო მერაბიშვილმა უპასუხა:
„ვისაც გული უსკდება, ჯანმრთელი და ბედნიერი ოჯახების დანახვაზე მინდა ვუთხრა, ჩემი გული 42 წელია ყოველდღე სკდება ნაწამები და გაძარცვული ბავშვებისა და მშობლების ყურებით. სანამ თქვენ აქ კამათობთ, მე იმ ოჯახებს ვუდგავარ გვერდით შვილის სიცოცხლე სასწორზე რომ უდევთ. ხომ არ დაინტერესდებოდით, რატომ იკურნებიან ერთი ვარჯიშით კლასიკური მედიცინისგან დაბრაკული ბავშვები? 3-მილიონიან ერს ბავშვთა სიკვდილიანობის და ავადობის ასეთი მაჩვენებელი გაწყვეტისკენ და ინვალიდობისკენ ხომ არ მიჰყავს? ეჭვი არ მეპარება თქვენს გულწრფელობაში, უბრალოდ, 30 წლით დაიგვიანეთ! იმ ჯგუფებს ხომ არ დაუდგებოდით გვერდში, გამწარებული დედები სამართალს რომ ვერ პოულობენ? რამდენი ოჯახის ტელეფონი მოგცეთ, პირადი კვლევისთვის, რომ აღარ ინერვიულოთ და დარწმუნდეთ, რომ მედიცინა გამოჯანმრთელებას აღარ ემსახურება ხშირ შემთხვევაში და ოჯახს კი აქვს უფლება იყოს ბედნიერი და არა დასტრესილი და უსუსური. ჩვენ ვდებთ 100% შედეგებს, თქვენ კი ნაცარს გვაყრით .მე გირჩევდით რეალობას ჩახედოთ თვალებში! შედით რეანიმაციებში, დედების გარეშე დატოვებული ბავშვების მდგომარეობით დაინტერესდით და იმ წამლების უკუჩვენებები ნახეთ, რომლის წყალობითაც ბავშვები ან იღუპებიან, ან ღრმა ინვალიდები რჩებიან ( მცირე გამონაკლისის გარდა) . ვფიქრობ , 1 ბავშვიც რომ გადარჩენილიყო ამ ვარჯიშით, უკვე დასაფიქრებლად ღირდა. ათასობით უიმედო ბავშვის ისტორიას ინახავს ჩვენი არქივი და ამას ვერ დავმალავთ. უდიდესი პატივისცემით!“
ქეთი ლობჟანიძემ ქეთინო მერაბიშვილს ასე უპასუხა:
„ჩემი პოსტის პასუხად ეს ტექსტი დაწერა იმ ქეთინო მერაბიშვილმა, “მაუგლის” გურუმ, რომელიც გაუთვითცნობიერებელ მშობლებს ტვინს ურეცხავს. სასწრაფოდ მისახედია პრობლემა, უნდა დამთავრდეს საქართველოში ომისშემდგომი რუსული სამედიცინო სკოლის ბოგინი! ერთხელ გააჩერეს ეს ქალი და ისევ განუახლებია მავნებლობა!“