მსახიობ ჯეისონ სტეტჰემის ქართველი ორეული თბილისში ცხოვრობს. ის მუსიკოსი და მსახიობი ზაზა ჭინჭარაულია. სოციალურ ქსელში განთავსებულ მის ფოტოებს დიდი გამოხმაურება აქვს. ბევრი აღნიშნავს მის მსგავსებას მეგა ვარსკვლავ ჯეისონ სტეტჰემთან.
თავად ზაზა “ფორტუნასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მსახიობთან მსგავსებას ვერ ხედავს, თუმცა ჯეისონ სტეტჰემი, როგორც მსახიობი და ასევე მისი ცხოვრების სტილი ძალიან მოსწონს.
ზაზას სამსახიობო კარიერის მანძილზე 20 მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული და ასევე გადაღებულია 70 მდე სარეკლამო რგოლში.
“შინდისი” არის ერთ-ერთი დიდი პროექტი, სადაც ის მონაწილეობს. მისი თქმით, ამ ფილმმა მას დიდი გამოცდილება მისცა, ვინაიდან იმუშავა ისეთ პროფესიონალ ადამიანებთან, როგორებიც არიან რეჟისორი დიტო ცინცაძე, მსახიობი გოგა პიპინაშვილი და დათო ბახტაძე.
ზაზა ჭინჭარაული პროფესიით მუსიკოსია. დამთავრებული აქვს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე მუსიკალური სასწავლებელი, საესტრადო ჯაზ-როკის ფაკულტეტი. ზაზა ამბობს, რომ მას ძალიან უყვარს სიმღერა და ის თავად ქმნის მუსიკას.