LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის რუსეთიდან მოვლენილი ბიზნესმენი, რომელიც ბოჟაძის თქმით, „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციას აფინანსებს – რა ინფორმაციას ავრცელებს ანალიტიკოსი

134
varlami da lado

ანალიტიკოს ვლადიმერ ბოჟაძის ინფორმაციით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციების დასაფინანსებლად რუსეთიდან ბიზნესმენი ილია ზოწენიძე მოავლინეს. როგორც ბოჟაძე წერს, აღნიშნულ პირს დავალებული აქვს აქციებში რუსეთიდან მართული პოლიტიკოსების ჩართვა.

ანალიტიკოსის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

„SOS! რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ ახალ ეტაპზე გადადის!

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთიდან სპეციალური დავალებით თბილისში მოავლინეს ბიზნესმენი ილია ძოწენიძე, რომელიც ფიზიკურადაც დადის „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციაზე, ასევე მას დავალებული აქვს აქციების ფინანსური მხარდაჭერა და რუსეთიდან მართული პოლიტიკოსების ჩართვა აქციებში.

დღეს ამის პირველი მაგალითიც გამოჩნდა – „ქართული მარში“ უკვე ოფიციალურად ჩავიდა გუმათში ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად.

აქ ჩამოვედით არა როგორც პარტია, არამედ როგორც ქართველები, ვისთვისაც მთავარი სიტყვაა “ვემსახურები ჩემს ერს: შიხიაშვილი გუმათის აქციას შეუერთდა

რაც შეეხება ილია ძოწენიძეს, ის რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებს ფლობს, ასევე მისი კომპანია აშენებს გვირაბებს და გზებს. ძოწენიძე რამდენიმე წლის წინ თავად მედვედევმა დააჯილდოვა ოქორს მედლით წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის.

ჰომოფობიურ განცხადებებთან მიმართებით არ გამოვრიცხავ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს: ნინო წილოსანი "ნამახვანჰესზე"

"არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ საკითხებზე აუცილებელი იყოს კონსენსუსის მიღწევა".

სწორედ ძოწენიძე აფინანსებს საქართველოში მოქმედ ყველა რუსულ პარტიას, მათ შორის ის არის ბურჯანაძის პარტიის დამფინანსებელი და სწორედ მან დაუგეგმა ბურჯანაძეს მოსკოვში პუტინთან შეხვედრა. ის ასევე აფინანსებს რუსეთიდან მართულ „პრიმაკოვის ცენტრს“.

აი, სწორედ ეს ადამიანი მოავლინეს რუსეთიდან იმისათვის, რომ ააგოროს საპროტესტო ტალღა, მოაწყოს არეულობა და ხელი შეუშალოს ჰესის მშენებლობას. ილია ძოწენიძე ახლა სწორედ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება და პირადად აფინანსებს და ხელმძღვანელობს რუსულ სპეცოპერაციას ნამახვანის წინააღმდეგ!!!“. – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

 

 

ცნობისთვის, ბიზნესმენი ილია ძოწენიძე რუსეთში წლებია ცხოვრობს. მის სახელს საქართველოში გახმაურებული ბევრი ქველმოქმედება უკავშირდება.

„1988 წლიდან ჩაის ბიზნესი მქონდა, საქართველოდან ტრაილერებით გამქონდა ყაზახეთსა და რუსეთში. როცა ყველაფრის დეფიციტი იყო, მაშინაც მქონდა იმდენი საშუალება, რომ ხალხს დავხმარებოდი. მერე ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი, ზვიად გამსახურდიას დიდ პატივს ვცემდი.

ქუთაისელი კაცი ვარ. საინტერესო ის არის, რომ ჩემი სურვილით არ წამოვსულვარ რუსეთში. 90-იან წლებში ედუარდ შევარდნაძემ, მისმა დაქირავებულმა თენგიზ კიტოვანმა, ჯაბა იოსელიანმა გამომაძევეს ქვეყნიდან. მითხრეს, 5 წელი საქართველოში ფეხი არ დაადგაო“, – იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ბიზნესმენი.

აქციაზე თავს იყრიან ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები, ჩვენ გავემიჯნებით მათ და სხვა ტერიტორიაზე გადავინაცვლებთ: გოლეთიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g