გიორგი ელისაშვილი სოციალურ ქსელში პოპულარული ამერიკული სერიალის, „ჩერნობილის“ ერთ-ერთი პერსონაჟის შესახებ წერს. ხუთეპიზოდიანი სერიალის მეოთხე სერიაში გამოჩნდა ჯარისკაცი, სახელად ბაჩო, რომელიც, როგორც გიორგი წერს, მამამისის სახეა. როგორც გიორგი წერს, მამას „გაუმართლა“ და ჩერნობილიდან დაბრუნების შემდეგ 20 წელი იცოცხლა, იმ საშინელი ტრაგედიიდან კი მხოლოდ მედალი დარჩათ…“
„ეს არის #HBO -ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სერიალი #ჩერნობილი. მეორე ფოტოზე სერიალის ერთ-ერთი გმირი ბაჩოა საქართველოდან. ბაჩო მამაჩემის სახეა, რომელიც საბჭოთა დამპალმა სისტემამ დაახლოებით 500,000 ახალგაზრდასთან ერთად წაიყვანა უსისხლო სასაკლაოზე, მოტყუებით, ინფორმაციის დამალვით, დაშინებით … მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ცკ-ს ბრძანებით „სსრკ-ში არ შეიძლებოდა ატომური ავარია მომხდარიყო“ და ამის შესახებ ცივილიზებულ მსოფლიოს გაეგო.
მამაჩემს „გაუმართლა“ და ამ ამბების შემდეგ, მიღებულმა რადიაციულმა დოზამ 20 წელი კიდევ აცოცხლა. ეს მედალი დაგვრჩა ამ საშინელი ტრაგედიიდან, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა და დღემდე კვდებიან ნელი სიკვდილით“.
სტატუსის ავტორი, გიორგი ელისაშვილი