ტელესახე თამუნა მუსერიძე, რომელიც წლებია, თავის ბიოლოგიურ დედას ეძებს, ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნავს:
„ჯგუფში ერთმა გოგომ მომწერა, ვერ ვხვდები, რატომ ეძებთ იმას, ვინც მიგატოვათო… როცა ასეთ პატარა ქვეყანაში ცხოვრობ, დიდი შანსია, ინცესტის მსხვერპლი გახდე, რატომ უნდა გაგიჩნდეს ეს კითხვა?! მით უმეტეს, რომ გაშვილების მასშტაბები ძალიან დიდია. მე ვერ ვუგებ ადამიანებს, ვინც სიმართლე იცის და გვერდიდან უყურებს მოვლენებს. ერთი გოგო „ფეისბუქის“ დაფარული გვერდიდან მწერს, ვიცი, ვინ არის შენი ბიოლოგიური დედა, მაგრამ არ გეტყვი, რადგან არ მინდა, პრობლემები შეიქმნასო. ამის მოწერას საერთოდ არაფერი მომწეროს, არ ჯობს?! ნერვებს გიშლის, მაგრამ ბოლომდე არ გეხსნება“.