LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გააბრაზა მზია ორველაშვილი: „ყველაფერს წვალებით მივაღწიე…“

308

სამეჯლისო ცეკვების შემსრულებელი და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ცნობილი მონაწილე, მზია ორველაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც მოუწოდებს უცნობებს, მის შესახებ ნეგატიურ ინფორმაციას ნუ ავრცელებენ.

„საერთოდ არ მიყვარს სტატუსების წერა, მაგრამ ამოვიდა ყელში ამდენი ნეგატივი ჩემ მიმართ ხალხისგან, ვინც არც კი მიცნობს. ხალხო, დიდებო, საშუალებო და პატარებო, ძალიან არ მინდა ამ ყველაფრის დაწერა, მაგრამ სხვა გზა აღარ დამრჩენია.

არ მიცნობთ და ჩემზე ლაპარაკობთ ნეგატიურად, არ იცით, როგორი ადამიანი ვარ და ისევ ცდილობთ, ცუდი ილაპარაკოთ. ძალიან გთხოვთ, ნუ უსმენთ ნურავის. გამიცანით პირადად და მერე ილაპარაკეთ ჩემზე!!!

ძალიან ბევრი ადამიანი მოსულა ჩემთან და უთქვამს ჩემთვის, შენზე ძალიან ცუდ რაღაცებს მეუბნებიან, მაგრამ თურმე სულ სხვანაირი ყოფილხარო. ასე რომ, არ არის საჭირო ილაპარაკოთ და სოციალურ ქსელში წეროთ ჩემზე ნეგატივი.

რასაც მივაღწიე, მივაღწიე ჩემი შრომითა და წვალებით. კიდევ ვიტყვი ერთ რამეს, როდესაც ჩემზე ბევრს ლაპარაკობენ, ე.ი. მართლა რაღაც მაგარს წარმოვადგენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g