ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ (Marca) გამოაქვეყნა გასული სეზონის იმედგაცრუებათა ნაკრების საკუთარი ვერსია.
სიაში 11 მოთამაშეა, რომლებმაც ვერ გაამართლეს გაცემული ავანსები. ყველანი ტოპ-ლიგების წარმომადგენლები არიან, ყველაზე მეტი ასეთი ფეხბურთელი კი ინგლისის პრემიერლიგას ჰყავს.
2017-18 წლების იმედგაცრუებათა ნაკრები ასეთია:
ლორის კარიუსი – ვიქტორ ლინდელოფი, ლეონარდო ბონუჩი, ბენედიქტ ჰიოვედესი – განსო, ტიმე ბაკაიოკო, უესლი სნეიდერი, მესუთ იოზილი – ალექსის სანჩესი, ლუსიანო ვიეტო, კელეჩი იჰეანაჩო.