LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გახდება პრეზიდენტი? – ცესკო წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს

87

ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, ამ დროისთვის კომისიაში შესულია 512 უბნის შედეგები, რაც მთლიანი უბნების 13%-ზე მეტია.

ამ მონაცემების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ლიდერობს

სამეულის შედეგები ასე გადანაწილდა:

სალომე ზურაბიშვილი – 40,05%

გრიგოლ ვაშაძე – 37,93%,

დავით ბაქრაძე – 10,83%,

“ეს შედეგები ეტაპობრივად განახლდება და ყველა დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი ონლაინ” – განაცხადა თამარ ჟვანიამ და აღნიშნა, რომ მეორე ტურზე საბოლოო შედეგების შემდეგ იმსჯელებენ.

დღეს საქართველოში არჩევნები ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში – 64.74 %, ხოლო დაბალი მარნეულში.

ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, რადგან შემდეგ წლებში პრეზიდენტს ხალხი აღარ აირჩევს.

https://www.facebook.com/tvimedi/videos/1459744297503378/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები