ბერლინის 66-ე კინოფესტივალი დასრულდა. ჟიურიმ, რომელსაც წელს მერილ სტრიპი ხელმძღვანელობდა, გამარჯვებულთა სია გამოაქვეყნა.
“ბერლინალეს” მთავარი პრიზი – „ოქროს დათვი“ რეჟისორ ჯანფრანკო როზის ერგო, რომელმაც გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ცეცხლი ზღვაში.“ ფილმი აფრიკელ ლტოლვილებზე მოგვითხრობს, ისინი ევროპაში უკეთესი ცხოვრების საძიებლად მიემგზავრებიან.
რეჟისორი დანის ტანოვიჩი დრამით „სიკვდილი სარაევოში“ ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა, ფრანგმა მია ჰანსენ ლოვემ კი „ვერცხლის დათვი“ მოიპოვა ფილმისთვის „მომავალი“.
საუკეთესო ქალი მსახიობი ტრინე დირჰოლმია, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ტუნისელი მაჯიდ მასტურა. ჩინელმა რეჟისორმა იანგ ჩაომ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო ჯილდო, საუკეთესო სცენარის ავტორი კი ტომაშ ვასილევსკი გახდა. ალფრედ ბაუერის პრემია კი ლავ დიასმა მოიპოვა.
დანის ტანოვიჩი
მია ჰანსენ-ლოვე
მაჯდ მასტურა


