LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ განსაზღვრავს 21-ე საუკუნის მომავალს? პასუხი აშკარაა – პუტინი: თინა კანდელაკი

165
hpqkh3xauun262f-680x420

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი Telegram-ზე წერს, რომ ვლადიმერ პუტინი 21-ე საუკუნის მომავალს განსაზღვრავს.

“ვლადიმერ პუტინი, უდავოდ, მომავლის არქიტექტორი ხდება. უფრო და უფრო ნაკლები რჩებიან ფიგურები, რომლებმაც მეოცე საუკუნის ისტორია განსაზღვრეს. და ვინ განსაზღვრავს 21-ე საუკუნის მომავალს? მიმოიხედეთ გარშემო და პასუხი აშკარაა: პუტინი. კიდევ 10 წელი და ის შეცვლის ყველა ჩვეულ ნარატივს. დიახ, აიფონი კვლავ ჩვენს ხელთ იქნება, თუმცა პეკინი და სინგაპური ჩვენთვის უფრო ახლოს გახდება, ვიდრე ლონდონი და რომი. ჩვენ, კბილების კრაჭუნით, მაინც დავიწყებთ მშობლიურის შენებას და Mc’Donalds-ი და IKEA სამუდამოდ დატოვებენ ჩვენს ცხოვრებას, ისევე როგორც ჯონსონები და ზელენსკები, რომლებსაც ისტორიის ტუალეტი ჩამორეცხავს”, – წერს თინა კანდელაკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები