LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გათავისუფლდება საათობრივი პარკირების გადახდისგან?

185
parkingiaparati

1-ლი ივლისიდან  დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი დაწესდება. საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.

იმ პირებს, ვინც საათობრივი პარკირების ზონაში ცხოვრობენ, სახლის მიმდებარედ პარკირებულ ავტომობილებზე საფასურის გადახდა არ მოუწევთ. ამასთან, ავტომფლობელს დღის განმავლობაში 4-ჯერ ექნება შესაძლებლობა, რომ ამ ქუჩებზე 15-15-წუთიანი უფასო პარკირებით ისარგებლოს. 

პარკირების საფასური მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება - როდიდან და სად ამოქმედდება საათობრივი გადასახადი

"თუ 50-მა თეთრმა მოგვცა შედეგი, მაშინ დავტოვებთ, მაგრამ ამ სისტემის მიზანი არ არის ფულის მოკრება, ამის მიზანია მანქანების მოხმარება შევამციროთ"

ტერიტორიაზე მცხოვრები პირი ერთ საკუთრებაზე მხოლოდ ორი ავტომობილის შემთხვევაში ისარგებლებს ამ შეღავათით. კერძოდ, უძრავი ქონების მფლობელი უფლებამოსილი იქნება სისტემაში ორი სატრანსპორტო საშუალების ნომერი შეიყვანოს და აღნიშნული ავტომობილები საცხოვრებლის მიმდებარედ, 100 მეტრის რადიუსში უფასოდ გააჩეროს.

როგორ უნდა გათავისუფლდეთ პარკირების გადასახადისგან – თბილისის მერიის ინიციატივა

თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას სთავაზობს. სურვილის შემთხვევაში, ელექტროძრავიანი ავტომობილების მესაკუთრეებმა განცხადებით ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს უნდა მიმართონ და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლები წარმოადგინონ. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამსახური მონაცემებს „სითი-პარკს“ გადასცემს. ამის შემდეგ ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ. თბილისის საკრებულოს დადგენილებით მიღებული პარკირების ახალი წესი […]

დაანონსებულია, რომ პარკირების საათობრივი გადასახადი არ შეეხება ელექტროძრავიან ავტომობილებსა და შშმ პირების მანქანებს.

ზონალურ/საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა როგორც სპეციალური მობილური აპლიკაციით, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული ჩარიცხვის აპარატებით იქნება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g