ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ბერი ნიკოლოზის (ნარიმან მაქარაშვილი) გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს იმ მძიმე ვითარებაზე, რომელშიც ბერს სიცოცხლის ბოლო წუთებში მოუწია ყოფნა.
შემეცოდა ძალიან… ვინ იცის რა ცუდად იყო და როგორ უჭირდა. ალბათ, ესმოდა კიდეც, გარეთ როგორ ლანძღავდნენ ექიმს და მასთან არ შეუშვეს. უწყინარი, კეთილი ადამიანი იყო.
ნეტა, დასჯადი არ არის ავად მყოფ ადამიანთან ექიმს რომ გზაზე გადაუდგები და არ შეუშვებ?
ჩასწორება: ჩავამატე ვიდეო სადაც ჩანს რომ ექიმს არ უშვებენ“, – წერს მაკა რაზმაძე.
ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 19 აპრილს იპოვეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
