LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინ იცის, რამდენი წყენა ჩაიკლა გულში, რამდენჯერ არ გამოხატა ბრაზი“ – ზურა ბერიკაშვილს დისშვილი, ანო მაისურაძე იხსენებს

240
ზურა ბერიკაშვილი

მსახიობ ზურა ბერიკაშვილს დისშვილი ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში იხსენებს.

ანო ხაზსს უსვამს ზურას თვისებებს, მისი თქმით, მსახიობმა ბევრჯერ თქვა კი, როცა არას თქმა უნდოდა და სხვა საკუთარ თავზე წინ ბევრჯერ დააყენა

„ვინ იცის, რამდენი წყენა ჩაიკლა გულში, რამდენჯერ არ გამოხატა ბრაზი,

რამდენჯერ თქვა კი, როცა არას თქმა უნდოდა,

რამდენჯერ დააყენა სხვა საკუთარ თავზე წინ, რამდენჯერ თქვა, რომ კარგად იყო, როცა სინამდვილეში ძალიან სტკიოდა,

რამდენჯერ გაუწია ანგარიში ყველას და ყველაფერს, საკუთარი თავის გარდა.

ვერაფრით ვიგდებ თავიდან კითხვას და კადრებს, რა იქნებოდა, 2023 წლის 28 დეკემბერი სულ ოდნავ სხვანაირი დღე რომ ყოფილიყო.

ყავაში შაქარს რომ ვიყრიდი კი მეუბნებოდა, რად გინდაო. ჰოდა, აღარ ვიყრი და აღარ ვჭამ შაქარს საერთოდ.

შენ რომ გაგიხარდება, ზუსტად ისე კარგად ვიქნები“, – წერს ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში და ზურა ბერიკაშვილთან ერთად ბავშვობაში გადაღებულ ფოტოს აზიარებს.

გასულ წელს, ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად განუვითარდა ინფარქტი და როგორც მისი და, მანანა ბერიკაშვილი აღნიშნავდა, 15-20 წუთის განმავლობაში გული გაჩერებული იყო, რამაც ძალიან დიდი პრობლემები გამოიწვია. ზურა ბერიკაშვილს ჯერ საქართველოში მკურნალობდნენ, შემდეგ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც მართვითი სუნთქვის აპარატიდან მისი მოხსნა გახდა შესაძლებელი, შემდეგ ისევ საქართველოში დააბრუნეს, სადაც მკურნალობას განაგრძობდა. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ვინ იცის, რამდენი წყენა ჩაიკლა გულში, რამდენჯერ არ გამოხატა ბრაზი, რამდენჯერ თქვა კი, როცა არას თქმა უნდოდა,…

Posted by Anno Maisuradze on კვირა, 12 ოქტომბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g