კომპანია „სონიმ“ ფილმის „გოგონა დრაკონის ტატუთი“ გაგრძელების გადაღება ოფიციალურად დააანონსა. ცნობილია, რომ ფილმის რეჟისორობაზე უარი თქვა დევიდ ფინჩერმა, კითხვის ნიშნის ქვეშ არის რუნი მარასა და დენიელ კრეიგის მონაწილეობაც.
ახალი პროექტის რეჟისორად ფედერიკო ალვარესი უკვე დამტკიცდა, ცნობილია ფილმის პრემიერის თარიღიც და ის 2018 წლის 5 ოქტომბერს გაიმართება. ამ ეტაპზე მთავარი როლის შემსრულებლების ვინაობა უცნობია. ლისბეტის როლზე სკარლეტ იოჰანსონი, ნატალი პორტმანი და ალისია ვიკანდერი მოიაზრებიან.
ცნობილია, რომ სკარლეტს ფილმის პირველ ნაწილშიც სურდა მონაწილეობა, თუმცა მაშინ დევიდ ფინჩერმა უპირატესობა რუნი მარას მიანიჭა.