LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იტყვის უარს მანდატზე

175
FORTUNA.GE (29)

დაშინება, ზეწოლა, ფულის დარიგება – ეს იმ მიზეზთა მცირე ჩამონათვალია, რის გამოც, ასობით ადამიანი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებს. საკანონმდებლო ორგანოსთან მოწყობილ ტრიბუნასთან პოლიტოსებმა დააყენეს მთავარი მოთხოვნა – რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო კომისიის პირობებში.

ესაა თაღლითების ოცნება: აუცილებლად გავიმარჯვებთ! – ოპოზიციის ლიდერები არჩევნებს არ აღიარებენ და ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ

 

“არჩევნები გააყალბეს დაშინების, მოსყიდვის, შნატაჟის და ძალადობის პარალელურად, სადაც გამოვიდა დაუბალანსებელი ოქმები, შედეგად მივიღეთ აბსულიტარად განსხვავებული სურათიამომრჩევლის ნებისაგან და არ ვაპირებთ, ჩევენი ამომრჩევლის ნებასურვილი, ერთი ადამიანის სურვილის მივატაცებინოთ,”-აცხადებს “ლელო საქართველოსთვის” წევრი საბა ბუაძე.

 

ცნობილი ხდება, რომ პროტესტის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები განიხილავენ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებაა. ლიდერები აცხადებენ, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან, რათა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.

ნახვამდის სამაჯურო: ნიკა მელიამ სამაჯური ხალხში ისროლა

ერთ-ერთი პირველი ვინც ამ გეგმაზე მედიასთან დღეს ისაუბრა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძეა.

„რაც გუშინ მოხდა, არჩევნები არ იყო. არჩევნები არ იყო თავისუფალი და სერიოზული კითხვები არის ლეგიტიმურობაზე. ბოიკოტი ერთ-ერთი ვერსიაა, ამაზე გადაწყვეტილებას შიდა კონსულტაციებზე და პარტიებთან მოლაპარაკებების საფუძველზე მივიღებთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითზე გადაწყვეტილება არ მიუღია “გირჩის” ლიდერს, თუმცა ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პარტია გაიზიარებს იმ პოზიციას, რაც ოპოზიციას ექნება.

“გირჩი” დარჩება ოპოზიციური პარტიების საერთო შეთანხმების ერთგული. ახლა ვაგრძლებეთ კონსულტაციებს, მათ შორის, პარტიის შიგნითაც და პარტიებშიც. ასევე ვეცნობით იმ განცხადებებს, რასაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები აკეთებენ, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ. ამის ფონზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას”, – აცხადებს ჯაფარიძე.

ოპოზიციას მანდატებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს პარტია “მოქალაქეების” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილიც.

“საჭიროა, რომ ყველამ უარი ვთქვათ მანდატებზე და ამით შევქმნათ კონსტიტუციური, სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ არ ჩატარდეს პარლამენტის სხდომა, არ იქნას ცნობილი სამართლებრივად უფლებამოსილება მეათე მოწვევის პარლამენტისა და ავტომატურად კონსტიტუციის შესაბამისად დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები” – ალეკო ელისაშვილი.

სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე ოპოზიციამ უარი უნდა თქვას. ამასთან, ვაშაძის თანაპარტიელმა თაკო ჩარკვიანმა უკვე განაცხადა, რომ ის პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

“უარს ვამბობ სადეპუტატო მანდატზე. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციონერს, დღეს შესვლა იმ პარლამენტში არის ქართული სახლმწიფოებრიობისთვის სილის გაწნა. ასეთი ტოტალური გაყალბება, მართლა არ ახსოვს ქართულ საზოგადოებას. ამიტომ ვთვლი, არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს და პარლამენტში შესვლას ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ” – თქვა ჩარკვიანმა.

განსხვავებული მოსაზრება არც “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს ჰქონია. მის ოფისში სამომავლო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ, შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის რეალურ ნებას არ ასახავს.

“არჩევნები მითვისებულია, ხალხის ნება გაყალბებული. უარი უნდა განვაცხადოთ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, მოვითხოვოთ ბათილად ცნობა და ხელახალი არჩევნები. უნდა გაიმართოს უწყვეტი მიტინგები. ვიდგეთ გარეთ. ეს არის გამოსავალი. ხვალ სხვა ყველაფერი, გვიანი იქნება“ – აცხადებს ნათელაშვილი.

 

მმართველი გუნდის ლიდერებისთვის კი როგორც მოსალოდნელი იყო, არა ოპოზიციის, არამედ საერთაშორისო საზოგადობის შეფასებაა მნიშვნელოვანი. მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ სპეკულაციებს, რომელიც გვესმის ოპოზიციური პარტიებისგან, წერტილი დაუსვა ეუთო/ოდირის წარმომადგენლობამ.

 

რაც შეეხება ოპოზიციის შესაძლო ბოიკოტირებას, მდინარაძის შეფასებით, შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში ამას სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს.

ყველა მხარე კმაყოფილი შეიძლება არ არის: ბოიკოტირება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას ხელს ვერ შეუშლის

“ეს ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას ხელს ვერ შეუშლის”- აცხადებს  მდინარაძე.

18:00 საათის მონაცემებით, 3847 უბნიდან დათვლილია 3803 უბანი, რაც 98.86%-ს შეადგენს. პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 48.1%. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 27.12%.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g