LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იყვნენ და რით დაგვამახსოვრდა თბილისის 11 მერი – დედაქალაქი მე-12 პირველი პირის მოლოდინშია

620
page

არავინ ვდაობთ, რომ თბილისი მზის და ვარდების მხარეა, ამაზე თბილისში მყოფი ყველა სტუმარი თანხმდება.

დედაქალაქის დაარსების ლეგენდა, რასაკვირველია, ყველამ ვიცით და იმ ხოხბის „მადლობლები“ ვართ, რომლის წყალობითაც ვახტანგ გორგასალმა ქალაქის დაარსება გადაწყვიტა…

სამწუხაროდ, ხოხობს ამაგი არ დავუფასეთ და თბილისის სიმბოლოდ 1500 წლის განმავლობაში ჯერ კიდევ არ ვაღიარეთ. (იმედია, დროებით).

თბილისს უამრავი გაჭირვება გამოუვლია, თუმცა თამამად აგრძელებს ყველაზე ტოლერატური ქალაქის ტიტულის შენარჩუნებას. ჩვენს ქვეყანაში ლოცულობენ, ტაძრებშიც, მეჩეთებშიც და სინაგოგებშიც.

 

„ფორტუნამ“ გადაწყვიტა,  ყველა იმ მერის ვინაობა მოეძიებინა, რომელიც ცდილობდა, დედაქალაქის ცხოვრება უკეთესი გაეხადა.

თბილისს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან -დღემდე სულ 11 მერი ჰყავდა. 

1991 წლის 12 აგვისტოს თბილისის პირველი პრეფექტი და პირველი მერი ირაკლი ანდრიაძე გახდა. თანამდებობაზე სულ რამდენიმე თვე იყო.

ირაკლი ანდრიაძე მშენებლობაზე

1991 წლის 2 ოქტომბერს თანამდებობა  თამაზ ვაშაძემ გადაიბარა და 1992 წლის 6 იანვრამდე მართავდა დედაქალაქს. ის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მთავრობიდან გახლდათ.

თამაზ ვაშაძეზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ მუშაობა 14 წლის ასაკში, მუშის პოზიციაზე დაიწყო. 20 წლის რომ იყო, გივი ჭელიძემ მასზე წიგნი დაწერა „ყვირილას პირას იზრდებოდა ფალავანი”. 24 წლის ასაკში მყოფ თამაზზე კი შალვა ჩაგუნავამ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „გზა მომავლისა“.

შემდეგი მერი კი ოთარ ლითანიშვილი იყო.

 

 

ამბობენ, ის ერთადერთი მერი გახლდათ, რომელსაც შეეძლო ქალაქისთვის არქიტექტურული კუთხით მიეხედა. 1955-1957 წლებში ის სოხუმის მთავარი არქიტექტორი იყო, მაგრამ მისი ეს პროფილი სამწუხაროდ, არ შეესაბამებოდა იმ პერიოდს, რომელშიც მოღვაწეობდა. დედაქალაქის მერის პოსტს ის 1992 წლის 6 იანვარიდან  1993 წლის 21 იანვრამდე იკავებდა.

 

ოთარ ლითანიშვილი კოტე გაბაშვილმა შეცვალა (1993 წლის 21 იანვარი – 1993 წლის 16 ოქტომბერი).

ამბობენ, კოტე გაბაშვილი შევარდნაძეს ძალიან უყვარდა და ენდობოდაო. კოტე გაბაშვილისთვის მერიის ლაბირინთები  უმძიმესი ტვირთი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, რადგან მიაბარეს ეს „უბანი“ მედგრად იდგა. აფხაზეთის ომში ახალგაზრდების მობილიზება აიღო თავის თავზე. თბილისს რომ ნორმალური ცხოვრება წამოეწყო, ამის საშუალება არ იყო. მერიის თანამშრომლები იარაღით გადაადგილდებოდნენ, როდის რა მოხდებოდა, ვინ ვის დაესხმებოდა თავს, არავინ იცოდა….

 

 

იარაღასხმულმა გაბაშვილმა მერობა სოხუმში გააგრძელა, სადაც შევარდნაძეს გაჰყვა, რადგან მის მიერ მობილიზებული ახალგაზრდები ფრონტის ხაზზე იმყოფებოდნენ და ბოლომდე მის გვერდით იყო. შემდეგ კი, როცა ძალიან დამძიმდა მისი ამ სიტუაციაში ყოფნა,  გათავისუფლება  მოითხოვა. 

 

თბილისის შემდეგი მერი ნიკო ლეკიშვილი გახლდათ, მას ამ თანამდებობაზე ყოფნამ 1993 წლის 16 ოქტომბერიდან – 1995 წლის 8 დეკემბერამდე მოუწია. აფხაზეთის ომი დამთავრებული იყო, თუმცა ქალაქი სავსე იყო უამრავი პრობლემით.

 

 

ამბობენ, მას თბილისი ძალიან უყვარდა და თბილისის მოვლა დაისახა მიზნადო, მაგრამ ეს მისია მისი მერობის დროსაც შეუსრულებელი დარჩა. ნიკო ლეკიშვილს 2019 წელს,თბილისობის დღესასწაულზე, საპატიო თბილისელის წოდება კახა კალაძემ მიანიჭა.

 

შემდეგი მერი ბადრი შოშიტაიშვილი იყო.

თანამდებობას ის 1995 წლის 8 დეკემბერდან – 1998 წლის 8 აგვისტომდე იკავებდა. დედაქალაქში ამ დროს ბევრი პრობლემა, მათ შორის ელექტროენერგიის პრობლემა იდგა. ამდენ პრობლემას ბადრი შოშიტაიშვილი ვერ გაუმკლავდა.

 

ის მერის კაბინეტში ვანო ზოდელავამ შეცვალა. თანამდებობას 1998 წლიდან 2004 წლის 19 აპრილამდე იკავებდა. ის შევადნაძის ერთგული იყო და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ  საქართველო დატოვა.

2017 წლის ივლისში აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე ავტოავარიაში მოჰყვა ავარიის დროს მან თავის ტრავმა მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. 2019  წელს გარდაიცვალა.

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი პირველი იყო, ვინც „ნაციონალურმა მთავრობამ“  ქალაქის მერად დანიშნა და 2004 წლის 19 აპრილიდან – 2005 წლის 12 მაისამდე ამ თანამდებობას იკავებდა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნისას თავი კოსტავას ქუჩაზე სამკუთხედის გაკეთებით დაგვამახსოვრა. მას სამკუთხედის გამო შექმნილ საცობებში ადანაშაულებდნენ. თუმცა დღეს ქალაქში ისეთი საცობებია, ეს პრობლემა ბევრს აღარც ახსოვს.

 ყველაზე ხანგრძლივი გიგი უგულავას მერობა აღმოჩნდა, ის რამდენჯერმე აირჩა ამ თანამდებობაზე და საერთო ჯამში, 2005 წლიდან 2013 წლამდე მართავდა დედაქალაქს.

უგულავა ერთადერთი მერია, ვინც საკუთარ შეცდომებზე სამართლებრივად  აგო პასუხი.

უგულავას შემდეგ მერის მოვალეობას 8 თვის განმავლობაში 2013 წლის 22 დეკემბერიდან – 2014 წლის 2 აგვისტომდე სევდია უგრეხელიძე ასრულებდა…

 

„ქართული ოცნების“ მმთავრველობის  პირველი მერი დავით ნარმანია იყო.

 

 

მერად 2014 წლის 2 აგვისტოს დანიშნეს და თანამდებობას 2017 წლის 13 ნოემბრამდე იკავებდა. 2019 წლის 1 ოქტომბრიდან არის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.

მისი მერობიდან კი ბევრს ვარკეთილის მეტროში ჩატარებული სარემონტო სამუშაოები  და ჩამოვარდნილი ჭერი ახსენდება, რომელიც სამწუხაროდ ამ დრომდე არ გაკეთებულა.

დედაქალაქის მოქმედი მერი კახი კალაძეა,  ის ერთადერთი მერია, რომელიც თბილისელებმა აირჩიეს.

2010 წლის 30 მაისს საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები გაიმართა. თბილისის მერი პირდაპირი წესით აირჩიეს.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც აღებული მაქვს, ღირსეულად ჩავამთავრო“. – ამბობს კალაძე.

 

დედაქალაქის მერის შემდეგი არჩევნები შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.

ერთ-ერთი ვერსიით, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის გადადგომის მიზეზი ის იყო, რომ ის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იქნება. თუმცა ეს ინფორმაცია მან თავადვე უარყო.

მერობის მსურველი, უკვე ბევრია, სავარაუდოდ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები