Laureus-ის სპორტულმა აკადემიამ 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდოზე პრეტენდენტების სია გამოაქვეყნა.
მამაკაცების შორის “სპორტული ოსკარის” (Laureus-ის პრემიის არაოფიციალური სახელი) ნომინანტები არიან:
კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, ფეხბურთი)
როჯერ ფედერერი (შვეიცარია, ჩოგბურთი)
რაფაელ ნადალი (ესპანეთი, ჩოგბურთი)
კრის ფრუმი (ბრიტანეთი, ველოსპორტი)
ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი, ფორმულა 1)
მო ფარა (ბრიტანეთი, მძლეოსნობა)
ქალებში, ანალოგიურ ჯილდოზე წარადგინეს:
ელისონ ფელიქსი (აშშ, მძლეოსნობა)
კასტერ სემენია (ს. აფრიკა, მძლეოსნობა)
გარბინ მუგურუსა (ესპანეთი, ჩოგბურთი)
სერენა უილიამსი (აშშ, ჩოგბურთი)
კეტი ლედეკი (აშშ, ცურვა)
მიკაელა შიფრინი (აშშ, სამთო თხილამურები)
ასევე დასახელდა სხვა პრემიების ნომინანტები.
წლის გუნდი
საფრანგეთის მამაკაცთა ნაკრები (ჩოგბურთი)
რეალი (ესპანეთი, ფეხბურთი)
გოლდენ სტეიტი (აშშ, კალათბურთი)
ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი (აშშ, ამერიკული ფეხბურთი)
მერსედესი (გერმანია, ფორმულა 1)
ახალი ზელანდია (აფროსნობა)
წლის დაბრუნება
ბარსელონა (ესპანეთი, ფეხბურთი)
ჯასტინ გეტლინი (აშშ, მძლეოსნობა)
როჯერ ფედერერი (შვეიცარია, ჩოგბურთი)
სალი პირსონი (ავსტრალია, მძლეოსნობა)
ვალენტინო როსი (იტალია, მოტოსპორტი)
შაპეკოენსე (ბრაზილია, ფეხბურთი)
წლის გარღვევა
იანის ანტენტოკუნმპო (საბერძნეთი, კალათბურთი)
სერხიო გარსია (ესპანეთი, ფეხბურთი)
ენტონი ჯოშუა (ბრიტანეთი, კრივი)
კილიან მბაპე (საფრანგეთი, ფეხბურთი)
კალებ დრესელი (აშშ, ცურვა)
ელენა ოსტაპენკო (ლატვია, ჩოგბურთი)
დაჯილდოების ცერემონია აპრილში, მონაკოში გაიმართება. გამარჯვებული სულ 8 ნომინაციაში გამოვლინდება.