LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ უნდა ირჩევდეს საქართველოს პრეზიდენტს – ხალხი თუ პარლამენტი?

90

საქართველოს პრეზიდენტს აქვს ისეთი უფლებამოსილებები, რომლლისთვისაც მაღალი ლეგიტიმაციაა საჭირო, ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახო ჟვანიამ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი არ არის უფუნქციო თანამდებობის პირი, ამიტომ ის პირდაპირი წესით, ხალხის მიერ, უნდა იყოს არჩეული.

“თუ კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდება და პარლამენტი აირჩევს პრეზიდენტს, მაშინ მოგვიწევს, რომ კიდევ უფრო მეტად შეიკვეცოს მისი უფლებები და ქვეყნის მართვაში ფორმალური როლი შეასრულოს. საპარლამენტო მმართველობის მოდელები ისეთ სახელმწიფოებში მუშაობს, სადაც სამოქალაქო საზოგადოება უფრო მეტად არის განვითარებული, ხოლო საქართველოს ამ მიმართულებით კიდევ ბევრი აქვს გასავლელი. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მმართველობის მოდელი ჩვენი ქვეყნისათვის საუკეთესო გამოსავალია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ კონსტიტუციაში ცვლილება შევა, ამით დემოკრატიულ განვითარებას ხელი შეეშლება” – განაცხადა ვახო ჟვანიამ.

როგორც კონსტიტუციონალისტმა განმარტა, საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებისთვის დამახასიათებელია მთავრობების ხშირი ცვლა. მისი თქმით, მაგალითად, იტალიაშია ხშირად იცვლება მთავრობა, თუმცა ქვეყანა ამას მომზადებული ხვდება. ვახო ჟვანიას აზრით, საქართველოს შემთხვევაში, წელიწადში რამდენჯერმე მთავრობის შეცვლა ნორმალური არ იქნება.

magti 5g