LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინც ამ „ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მიიღებს მონაწილეობას, მის მიმართ სახელმწიფოს ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება” – პრემიერი

132
Capture

„ფრანკლინის კლუბში“ რაც მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, პროგრამა. მიმდინარეობს ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა, მოსწავლეების, სტუდენტების”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კლუბის სათავეებთან ფიქსირდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვინც ამ „ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მიიღებენ მონაწილეობას, მის მიმართ სახელმწიფოს ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება.

“ფრანკლინის კლუბი” – საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან, აქედან დავიწყოთ? მეორე მთავარი, რაც “ფრანკლინის კლუბში” მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივი, სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, პროგრამა. მიდის ახალგაზრდების, მოსწავლეების, სტუდენტების, რომ იტყვიან, ტვინის გამორეცხვა”, – თქვა პრემიერმა პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის ფორმატში იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g