LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინც ამას ამართლებს, აღარასოდეს შემეხმიანოთ” – ტვ პირველის ოპერატორს სახეში წყლის ჭავლი მოხვდა, დაუზიანდა თვალი

6341
BeFunky-collage

წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად აქციაზე დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. დაზიანებები მათ, ძირითადად, თვალის არეში მიიღეს.

დაშავებულებს შორის არის ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი. ინფორმაციასა და ფოტოს ინგა გრიგოლია ავრცელებს.

“ამ ბიჭის თვალია მისი პროფესია. თვალით მუშაობს, თვალია მისი მთავარი პროფესიული იარაღი,თვალით იხედება კამერაში და ისე აშუქებს მოვლენებს. ამ წუთებში საოპერაციოდ შეიყვანეს, დღევანდელ აქციაზე დაშავების შემდეგ პაპუნას გამოჯანმრთელება, ვინც ამას ამართლებს,მართლა აღარასოდეს შემეხმიანოთ” – დაწერა გრიგოლიამ.

 

 

ამავე აქციაზე, “ფორმულას” ჟურნალისტი და ოპერატორიც დაშავდნენ. გიორგი თარგამაძის ინფორმაციით, ჟურნალისტ ანა ბარათაშვილს სახე, ოპერატორ გიორგი ჯაფარიძეს კი თავი აქვს დაზიანებული.

“მადლობა იმ უცნობ ადამიანებს, ვიც ჰაერში დამიჭირა და გადამარჩინა” – რას წერს დაშავებული ჟურნალისტი

ხალხის ნაწილს რომ სცემენ, მეორე ნაწილს რატომ უხარია? რა გიხარიათ? – ნათია ფანჯიკიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები